დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

access_time2019-08-08 16:00:27

2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა. საუბარია, საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნაზე.


როგორც მარიკაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოითხოვა GDI-დან, როგორც მოსარჩელეებმა, რამდენი გადარიცხა საპენსიო ფონდში, დიდი ინფორმაცია შეგროვდა საპენსიო ფონდიდანაც.


“ბოლო კომუნიკაცია შედგა დაახლოებით 2-3 კვირის წინ. შესაბამისად, რადგან ასე აქტიურად მიდის პროცესი, დიდი ალბათობით გადაწყევტილებაც მალე იქნება მიღებული,  ამბობს იურისტი.



როგორც 2019 წლის თებერვალში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებდა, სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება, დიდი ალბათობით, რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეებს ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.



მისი განმარტებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლის შემთხვევაში, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.


საპენსიო სააგენტოში 23 ივლისის მონაცემებით, მობილიზებულია დაახლოებით 285 მილიონი ლარი.



შეგახსენებთ, სსიპ “საპენსიო სააგენტო” დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად 2018 წლის სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა. 


2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.


სოფო ქსოვრელი 





იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...


მსგავსი სიახლეები

up