„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ შეხებია, არათუ ახლანდელ პენსიონერებს, არამედ მათაც კი, ვინც 10 წელიწადში იქნება საპენსიო ასაკის“

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ შეხებია, არათუ ახლანდელ პენსიონერებს, არამედ მათაც კი, ვინც 10 წელიწადში იქნება საპენსიო ასაკის“

access_time2019-09-21 20:00:18

პენსიებთან დაკავშირებით, მთავრობა ახალ ინიციატივას ამზადებს, კონკრეტულად რა მოდელს შესთავაზებს სახელმწიფო მოსახლეობას ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეფორმა არა დაგროვებით პენსიაში მონაწილეებზე, არამედ ასაკით პენსიონერებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც. რამდენადაც 2020 წელს არჩევნებია, ბიუჯეტის დაგეგმვა საპასუხისმგებლო პროცესია და ამაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩართულია მთელი მთავრობა.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა მთავრობა ინდექსაციის კანონპროექტზე, რომელიც პენსიების ზრდას ითვალისწინებს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მზადდება პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივაც.

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება, ძირითადად, აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, დამატებით ინფორმაციას მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ჩანს, პენსიის მატების გარდა, ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საპენსიო რეფორმის ახალ ტალღასაც. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები. ამასთან, მთავრობა ეცდება, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოიტანოს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.

საპენსიო რეფორმის ცვლილებას არა ფონდთან დაკავშირებით, არამედ ინდექსაციის კუთხით აუცილებლობად მიიჩნევს აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.


ამ პირობებში, როდესაც ინფლაცია მაღალია, აუცილებელია მოხდეს პენსიის ინდექსაცია, იმედია სწორედ ამ ცვლილებას ამზადებს ხელისუფლება და ამაზე საუბრობდა ეკონომიკის მინისტრიც. მოსახლეობას უნდა დაუბალანსდეს პროდუქტის სიძვირით მიყენებული ზარალი, მათ შორის პენსიის მატებითაც. სწორედ ამაში დაგვეხმარება ინდექსაცია, რაც გულისხმობს, ფასების მატების პროპორციულად პენსიის გაზრდას. საპენსიო ფონდის რეფორმაზე მნიშვნელოვანი დღეს ეს არის, განსაკუთრებით ასაკით პენსიონერთათვის, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ რეზონანსთან საუბრისას.

მთავრობის ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ ფინანსისტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ იგი მორგებული უნდა იყოს როგორც საზოგადოების ინტერესებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რათა ხარჯვითი ნაწილი მკვეთრად არ გაიზარდოს.

რეზონანსთან საუბრისას ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ახალანდელი საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლოს გატარდა, საერთოდ არ ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ამჟამად პენსიონერები არიან.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არ შეხებია, არათუ ახლანდელ პენსიონერებს, არამედ მათაც კი, ვინც 10 წელიწადში იქნება საპენსიო ასაკის. ამიტომაც აუცილებელია გატარდეს, რეფორმა, რომელიც უშუალოდ ამ სეგმენტზე იქნება მორგებული და მათ გაუადვილებს ყოფას. ეს უნდა იყოს დღეს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, როგროც პენსიის ზრდის, ასევე სხვადასხვა შეღავათების დაწესების მიმართულებით. 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, იმედია, სწორედ ასეთ რეფორმას ამზადებს სახლემწიფო. იმ რეფორმით, რომელიც ცოტა ხნის წინ გატარდა, ფენებს შორის სეგრეგაცია უფრო მეტად არის გაზრდილი და მდიდრებს გახდის უფრო მდიდარს, ხოლო ღარიბებს დღესაც აკლებს შემოსავალს და მომავალშიც ისინი მცირე ამონაგებს მიიღებენ, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

გაზეთი რეზონანსი





პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...


მსგავსი სიახლეები

up