„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს

access_time2019-02-11 09:45:11

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დღეს პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს.


კანონპროექტი გულისხმობს თანხის გადანაწილებას სოლიდარობის პრინციპის საფუძველზე, სადაც დაბალშემოსავლიანები მიიღებენ პროპორციულად მაღალ საპენსიო სარგებელს.


ასევე, ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.


ბექა ნაცვლიშვილი საპენსიო რეფორმასთან ერთად კანონმდებლებს საბინაო პოლიტიკის რეფორმასაც გააცნობს.


როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, თუ მმართველი გუნდი აღნიშნულ რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ის პარტიას დატოვებს.



„ამ რეფორმის მიხედვით, დადგინდება უკვე საბაზისო პენსიის ზრდა კანონის მიხედვით. გარდა ამისა, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ხუთი წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე და ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სქემაში, ერთი წლის შენატანის შემდეგაც მიიღებენ უკვე დაგროვებითი პენსიის საფუძველზე გაზრდილ პენსიას.


მთავარი აქ ის არის, რომ ეს არის სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული. თუ განვახორციელებთ ისეთ საპენსიო რეფორმას, როგორიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, მათი საპენსიო სარგებელი მომავალში იქნება ძალიან მცირე.


ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომელიც არის ყველაზე გამოცდილი მოდელი. ამ საპენსიო რეფორმასთან ერთად წარმოვადგენ ხელმისაწვდომი პოლიტიკის საბინაო რეფორმას, რომელიც ამ რეფორმის ნაწილია.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ფული, რომელიც აკუმულირდება საპენსიო ფონდებში, უნდა წარიმართოს მაქსიმალური სარგებლის საფუძველზე. ეს გულისხმობს სწორედ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მყისიერ შედეგს მოუტანს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს. ეს არის უნიკალური შანსი, რომ ძირეულად შეიცვალოს ზოგადად, სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში


თუ ამის უარყოფა მოხდება, ე.ი. ჩვენს შორის არის პოლიტიკასთან მიმართებაში ძალიან დიდი განსხვავება და ამიტომ, ჩემთვის უმჯობესია, ცალკე გავაგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, დავტოვო უმრავლესობა და შესაბამისად, უკვე სხვა ოპოზიციის რეჟიმში შევიდე მათთან ურთიერთობაში”,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


1ტვ






რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“
access_time2019-04-19 11:00:49
“ქვეყანაში გული აღარ გვწყდება მინისტრის ცვლილებისას, არ ვამბობთ, ეს როგორ გაუშვეს, ან რატომ წავიდა.  განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, ან ნებისმიერ სხვა სფეროს და მერე მოსახლეობას გული დაწყდა ,რომ იგი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას საკუთარ პოზიციაზე, დიდი ხანია აღარ არსებობს. ქობულიას მინისტრობის პერიოდში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ გვქონია. ქვეყანაში რაიმე თუ იცვლება, ეროვნულ ბანკთან უფრო მეტადაა...


მსგავსი სიახლეები

up