დაგროვებით საპენსიო სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანის დარჩენა, საპენსიო სააგენტოს კარგი მუშაობის შედეგია - ლევან სურგულაძე

დაგროვებით საპენსიო სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანის დარჩენა, საპენსიო სააგენტოს კარგი მუშაობის შედეგია - ლევან სურგულაძე

access_time2019-10-10 10:32:55


საპენსიო სქემაში დარჩა გაცილებით მეტი ადამიანი ვიდრე მოსალოდნელი იყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტომ საზოგადოებას აუხსნა რეფორმის სიკეთეების შესახებ და ამიტომ სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა.


,,ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კამპანია, ყოველ შემთხვევაში იმის ფარგლებში, რა სახსრებიც ჩვენ გაგვაჩნდა. მივდიოდით ყველა დიდ ორგანიზაციაში, პირისპირ ვესაუბრებოდით ხალხს, მქონდა ორასზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა, გამოქვეყნებული იყო 900-ზე მეტი პუბლიკაცია როგორც ბეჭდურ ისე ციფრულ მედიაში, ასევე იყო პირისპირ შეხვედრები მოქალაქეებთან."  განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ.



ლევან სურგულაძის განმარტებით, თითოეულ სქემაშ ჩართულ მოქალაქეს ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე მითითებული ჰქონდა გასვლის თარიღი. ,,არანაირი ინფორმაციული პრობლემა არ ყოფილა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა სადაც იყო, საიდანაც შეეძლო გასვლა და სადაც დარჩა."






ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებაზე საუბრობენ

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებაზე საუბრობენ
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა რამაზაშვილი...


მსგავსი სიახლეები

up