დაფინანსების შემცირება და ჯარიმების გაზრდა სამედიცინო სექტორის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს

დაფინანსების შემცირება და ჯარიმების გაზრდა სამედიცინო სექტორის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს

access_time2020-06-25 10:00:49

საქართველოს მთავრობის № 520-ე და  №385-ე დადგენილებების ამოქმედების შემდეგ ჰოსპიტალური სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს,რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება. ტიკარაძის უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გახდა როგორც დეპუტატების, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის საგანი. ჯანდაცვის სამინისტროს უნდოდა დაჩქარებული წესით იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც დეპუტატებს ნანახიც კი არ ჰქონდათ. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კანონპროექტის განხილავა არ დაიწყება ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე კომერსანტთან „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე საუბრობს.

 

„ცვლილებები იმ სხვა ცვლილებებთან ერთად უნდა განვიხილოთ რომელიც განხორციელდა, ხორციელდება და უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში. კერძოდ, ეს ეხება დაფინანსების შემცირებას რიგ მიმართულებებზე. 520-ე  დადგენილებით დაფინანსება შემცირდა კარდიოქირურგიაში, ნევროლოგიაში, არითმოლოგიასა და რეანიმაციულ მომსახურებაზე, ასეთივე ცვლილებები იგეგმება სხვა მიმართულებითაც. რომ განვაზოგადოთ ცვლილებები გამოდის, რომ:

 

1.      მცირდება დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე

 

2.      იზრდება ჯარიმები

 

3.      მკაცრდება ადმინისტრირება  

 


4.      მკაცრდება სანებართვო პირობები (385 დადგენილებაში უკვე შევიდა ცვლილებები)

 

აღნიშნული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდად აისახება სამედიცინო სექტორზე, რადგან დაფინანსების შემცირება და ჯარიმების გაზრდა ხელს ვერ შეუწყობს სამედიცინო სექტორის განვითარებას, ელემენტარული ლოგიკაა ეკონომიკის, რომ დაფინანსების შემცირება სამედიცინო მომსახურებაზე ჯარიმების ზრდა ვერ იქნება მოტივატორი ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციების განხორციელების და დარგის განვითარების. შესაბამისად, ცვლილებები უარყოფით შედეგს გამოიღებს, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს გათვლილია მოკლევადიან ეფექტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შემცირდეს დანახარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე“, - აცხადებს გიორგი ლობჟანიძე.

 

მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორი წაგებაზე ვერ იმუშავებს, რადგან ეს ბიზნესის კანონებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, თუ კლინიკებს დაფინანსება შეუმცირდება, ჯარიმები გაიზრდება და ადმინისტრირება გამკაცრდება, სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება.

 

„ადმინისტრირება მკაცრდება და ის ვინც ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებაზე გაცემული ნებართვის და ლიცენზიის კონტროლს არის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთის მხრივ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით ჯანდაცვის სექტორს აფინანსებს, მეორეს მხრივ კი რეგულირების სააგენტოს შეუძლია ჯარიმების სახით ეს დაფინანსება გაუნულოს. საფრთხეები არსებობს, იმ მხრივ რომ უნდა იყოს მეტი კონტროლი იგივე მაკონტროლებელ ორგანოზე და მეწარმეთა დაცვის მხრივ უფრო მეტი მექანიზმი უნდა იყოს ჩადებული. დაწესებულება, რომელთა დიდი ნაწილი კერძო სექტორს ეკუთვნის უფრო დაცულად გრძნობდეს თავს ამ სიტუაციაში, რასაც ვერ ვხედავ, შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებში“, - განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

 

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აინტერესებს აქვთ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. მისი თქმით, მიმდინარე ცვლილებები სამედიცინო სექტორს განვითარებაში ან ხარისხის ამაღლებაში ვერ დაეხმარება, როგორც გიორგი ლობჟანიძე განმარტავს ცვლილებები პაციენტისთვისაც არ იქნება კარგის მომტანი. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ჯანდაცვის სისტემა სხვა მიმართულებით ვითარდება და მნიშვნლოვან ცვლილებებს გეგმვას ამის შესახებ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს რა დადებითიც მოიტანა, როდესაც მოტივაცია გაჩნდა სამედიცინო სექტორში კერძო სექტორის მხრიდან ინვესტირების ეს სრულად იკარგება. თუ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა შეიცვალოს და მიუახლოვდეს იმ სისტემას, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს მაშინ ამაზეც უნდა იყოს განცხადება გაკეთებული. ახლა ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც დამფინანსებელი სამედიცინო მომსახურებაზე ძირითადად არის სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მეშვეობით სერვისის მიმწოდებელი მეტწილად არის კერძო სექტორი, თუმცა არსებობს სახელმწიფო დაწესებულებებიც, მაგრამ მათ მცირე წილი უჭირავთ სამედიცინო სექტროში. თუ ამ მხრივ რაიმე ცვლილებების განხორციელება იგეგმება, ეს უნდა იყოს ცნობილი და  უნდა ვიცოდეთ რა არის სამედიცინო სექტორის განვითარების გეგმა, როგორია ამ მხრივ პერსპექტივა. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვა ბიზნესი არ არის, მაშინ რა არის? ქველმოქმედება?  თუ სახელმწიფო დოტაციაზე უნდა იყოს ყველა საავადმყოფო, ამაზეც უნდა იყოს საუბარი , რომ ეს არის ხელისუფლების ხედვა ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით“, განმარტავს გიორგი ლობჟანიძე.

 

 

ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up