დაჯარიმებული მოსახლეობა და ბიზნესი - ავტომობილების ტექდათვალიერება და სურსათის უვნებლობაზე შემოწმება უკანონოდ ხორციელდებოდა

დაჯარიმებული მოსახლეობა და ბიზნესი - ავტომობილების ტექდათვალიერება და სურსათის უვნებლობაზე შემოწმება უკანონოდ ხორციელდებოდა

access_time2018-08-14 13:04:00

2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე  ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 50 000-ზე მეტმა ავტომანქანამ გაიარა და ამ პერიოდში ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა. ეს შსს-ს ოფიციალური ინფორმაციაა,  მაგრამ, როგორც ჩანს,  ტექდათვალიერების გავლაც და დაჯარიმებაც უკანონოდ მოხდა. დაჯარიმებულებს კი შეუძლიათ, სახელმწიფოს უჩივლონ და ფიზიკურმა პირმა გადახდილი ჯარიმის - 50 ლარის და იურიდიულმა პირმა - 200 ლარის დაბრუნებაც მოითხოვონ და კომპენსაციაც. 


გაცილებით რთული მდგომარეობა კი სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დაჯარიმებულთა და ევროკავშირის შესაბამისობის მქონე სერთიფიკატით შემოტანილი საქონლის თუ ამ სერთიფიკატის  არქონის გამო დაჯარიმებულთა სეგმენტშია, რადგან ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, უკვე ოთხი წელია, უკანონოდ ხდებოდა და შესაბამისად,  მეწარმეთ და ბიზნესმენთა ზარალი ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. სახელმწიფოს კი შესაძლოა,  ამ ყველაფრის ანაზღაურება გაცილებით ძვირი დაუჯდეს. 


საქმე ისაა, რომ, მინიმუმ, 5 დოკუმენტი, რომელიც ზემოთნახსენებ საკითხებს არეგულირებს, კანონით გათვალისწინებული პირობებით  არ  გამოქვეყნებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ამოქმედებულა და ეს ყველაფერი უკანონოდ ხდებოდა.  ამ ყველაფერს კი დოკუმენტების  ნაწილის უკანა თარიღით გამოქვეყნება ემატება, რაც  დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს და სისხლის სამართლის დანაშაულია.


ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა პროკურატურას უკვე მიმართა, რათა შეისწავლონ დოკუმენტების  გვიან გამოქვეყნების და  წინა რიცხვით გამოქვეყნების საკითხები, რასაც თან მთელი რიგი დარღვევები მოჰყვა.


გვიან გამოქვეყნებული დოკუმენტები -  უკანონდ ჩატარებული ტექდათვალიერება და უკანონოდ დაჯარიმებულები

 

საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც ევროასოცირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მთლიანად არეგულირებს  მომხმარებლების და ბიზნესის ურთიერთობას. ამ კოდექსის  57-ე მუხლის მეორე  პუნქტში წერია, რომ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის მხოლოდ მას შემდგომ, რაც შეტანილი იქნება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან - მუხლი 57.2). ანუ,  ამ მუხლის თანახმად, თუკი რაიმე  ნორმატიული აქტი იქნება  მიღებული, რომელიც  ტექნიკურ ნორმას შეიცავს ბიზნესისთვის თუ ბაზრისთვის, ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი წესით უნდა გამოქვეყნდეს, სავალდებულოა, რომ ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში შევიდეს. სხვა შემთხვევაში ვერ ამოქმედდება.


სწორედ აქ უნდა გამოქვეყნებულიყო ავტომანქანების  ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით მთავრობის  510-ე და 511-ე  დადგენილებები, რომლებიც მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბერს მიიღო. თუმცა,  როგორც  აღმოჩნდა, ეს დადგენილებები არ გამოქვეყნებულა და ისე ხდებოდა ტექდათვალიერებაც და დაჯარიმებაც, რაც, წესით, უკანონოა.

 

ლევან ალაფიშვილი commersant.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ „ივნისში მივმართე წერილობით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ვუთხარი, რომ ეს დადგენილებები, რომლებიც 2017 წლის 1 დეკემბერს არის  გამოცემული, თუა გამოქვეყნებული და ნომერი და თარიღი მიმითითეთ მეთქი.   ამაზე პასუხი „მაცნეს“ დღემდე არ მოუწერია“.


 „ეს 510 და 511 დადგენილებები 10 ივლისს დაარეგისტრირეს და ამით, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ ეს 6-თვიანი პერიოდი უკანონო იყო. ვინც ტექინსექტირებას გადიოდა, ვისაც აჯარიმებდნენ - დაახლოებით 4 000 ადამიანია დაჯარიმებული ამ ტექდათვალიერების გაუვლელობისთვის, 50 ათასზე მეტი, ვინც ტექნიკური  ინსპექტირება  გაიარა და ინსპექტირების ცენტრები საერთოდ რას ამოწმებდნენ, ესაც არ იყო ძალაში შესული.  ანუ, 10 ივნისამდე ამ სფეროსი თუ რამე წარმოებდა, ყველაფერი არის უკანონო,“ -  აცხადებს ლევან ალაფიშვილი.


უკანა თარიღით ჩამატებული, ანუ გაყალბებული  დოკუმენტები


 

მეორე ფატი კი. როგორც ლევან ალაფიშვილი ამბობს,  უკვე რამდენიმე დოკუმენტის  წინა თარიღით გამოქვეყნებას უკავშირდება, რაც  სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთ-ერთი ასეთი კი, რომელიც ტექნიკურ  რეგლამენტში არ იყო შეტანილი და მისი თქმით,   ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც თავად მიმართა „მაცნეს“, უკანა რიცხვით გამოაქვეყნეს, არის  ნორმატიული აქტი „სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები“.  


 „ეს იმას ნიშნავს, რომ 2014 წლიდან ვისაც აჯარიმებდნენ,  რომ სავაჭრო ამ კვების ობიექტებში ჰიგიენის  წესები არ იყო დაცული, ან უვარგის პროდუქტს ყიდიდნენ, ყველაფერი იყო უკანონო. 2014 წლიდან დღემდე ყველა რესტორანი, სურსათის მწარმოებელი თუ რეალიზატორი კომპანია, რომლის შემოწმებასაც  აწარმოებდა სუსრსათის უვნებლობის სამსახური და რა დაღღვევაც აქცთ აღმოჩენილი, ყველაფერი არის უკანონო.


 „ამ ყველაფრის აღიარება სახელმწიფოს მიერ ძალიან რთული იქნება,  რადგან ამ ოთხი წლის განმავლობაში ვიღაცას ბიზნესი დაუხურეს, ვიღაც დააჯარიმეს და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, 510 და 511 დადგენილებების გვიან გამოქვეყნების მსგავსად, ამ გზით რომ წასულიყვნენ, ეს ნიშნავდა ამ ყველაფრის აღიარებას და ამავე დროს 4-წლიანი მძიმე შედეგისთვის პასუხისმგებლობის დარღვევას. ამიტომ წავიდნენ კანონდარღვევაზე და უკანა რიცხვით გააფორმეს ის 173-ე დადგენილება,“ - ამბობს ლევან ალაფიშვილი.


მისივე თქმით, ანალოგიურად  ძველი თარიღით გამოქვეყნდა მთავრობის 50-ე დადგენილება, რომელიც იმპორტს ეხება. საუბარია საქართველოს მიერ ევროკავშირსა და „ევროპაში ეკონომიკური  თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“  ქვეყნების რეგლამენტების აღიარებასა  და სამოქმედოდ დაშვებაზე. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სფეროში, სურსათი იქნება თუ სხვა ტენიკურ კონტროლს დაქვემდებარებული სფერო,  რომელიმე ბიზნესოპერატორის შემოწმება, ქართული სტანდარტები არ არსებობს და ევროპის სტანდარტებს იყენებენ.


პორბლემა კი ის არის, რომ გამოქვენებული არც ეს დოკუმენტი არ ყოფილა. ანუ, არ ამოქმედებულა და იყენებდნენ იმას, რაც ძალაში არ იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვისაც ამ სერთიფიკატის წარმოდგენას სთხოვდნენ, ისიც უკანონო იყო და ვისაც არ ჰქონდა და აჯარიმებდნენ ან პროდუქციას უნადგურებდნენ, ესაც უაკნონო იყო.

 

ასევე, როგორც ალაფიშვილი ამბობს, ძველი თარიღით გამოაქვეყნეს კიდევ ერთი დოკუმენტი - მთავრობის 519-ე დადგენლება, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს არის მიღებული და ასევე ავტომანქანების ტექდათვალიერების ერთ კომპონენტს ეხება.

 

ვინ აგებს პასუხს და რა შესაძლო ზარალი მიადგა ბიზნესს და სახელმწიფოს?  


„მე რაც ვნახე,  სამი დოკუმენტია უკანა რიცხვით გამოქვეყნებული და 2 დოკუმენტის გვიან გამოქვყნება, ფაქტობრვად, აღიარეს. ეს კი უკვე ტენდენციაა, რაც ნიშნავს, რომ სერიოზულად შეშფოთდნენ და მიდიან გაყალბებაზე. ამის გაჩერების ერთადერთი გზა იყო პროკურატურისთვის მიმართვა და სწორედ სამოხელეო დანაშაულის დაფარვის, ხელშეწყობის, გაყალბების თუ სხვა,“ - ამბობს ლევან ალაფიშვილი.


მთავარ პორკურატურაში commersant.ge-ს განუცხადეს, რომ  ამ დარღვევების შესახებ მიმართვა მიღებულია, მაგრამ ვიდრე საქმის შესწავლა არ მოხდება,  ვერც შეფასებას და ვერც კომენტარს ვერ  გააკეთებენ.


კონკრეტული პასუხისმგებელი პირებიც უნდა გამოიკვეთოს. მეორე მხრივ კი, თუკი  პროკურატურა  დაადგენს, რომ დოკუმენტები გაყალბდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ზარალის მომტანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის, რადგან იკვეთება, რომ ადამიანები და ბიზნესები ან უკანონოდ დააჯარიმეს, ან იგივე ტექდათვალიერებისთვის უკანონოდ გადაახდევინეს ფული.   იმის გამო, რომ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გვიან გამოქვეყნდა, ლევან ალაფიშვილი, როგორც იურისტი, აცხადებს, რომ ეს უკვე აღიარებას  ნიშნავს, რომ მანამდე განხორციელებული ქმედებები უკანონო იყო და შესაბამისად, სახელმწიფომ ეს  თანხა უნდა დააბრუნოს და მოქალაქეებსაც შეუძლიათ, სახელმწიფოს უჩივლონ და კომპენსაცია მოითხოვონ. მეორე  ნაწილში კი, რომელიც  წინა თარიღით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს უკავშირდება, ზარალი გაცილებით დიდია, რადგან 4-წლიან შესაძლო უკანონო ქმედებებზეა საუბარი.


„ეკონომიკური შედეგები ბიზნესისთვისაც და ბიუჯეტისთვისაც საკმაოდ დიდ მასშტაბებზე გადის, თუნდაც ამ 5 დოკუმენტის არგამოქვეყნებით და შემდეგ უკანა რიცხვით გაფორმებით.   შესაძლოა, ასეულ მილიონებზეც კი იყოს ლაპარაკი.  რაც შეეხება დანაშაულს, რამდენიმე სახის შესაძლო  დანაშაული იკვეთება - პირველი ის, რომ  ეს რეგლამენტები თავის დროზე არ გამოქვეყნდა - მთავრობის ადმინისტრციამ არ მიუთითა „მაცნეს“ თუ „მაცნემ“ არ გამოაქვეყნა. ერთი ეს, არგამოქვეყნების პორბლემა და მეორე - გაყალბების პრობლემა, რომელიც არის დანაშაულის დაფარვაც და დოკუმენტის გაყალბებაც. შესაძლოა, კიდევ სხვა დეტალები გამოიკვეთოს, მაგრამ ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


„პროკურატურის გამოძიების შემდეგ, მას შემდეგ, რაც დადასტურებდა ეს დანაშაული, სახელმწიფოს მოუწევს საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობის აღება. მთავრობას ურჩევნია, აღიაროს და სამართლებრივად  მოაგვაროს  საკუთარი დანაშაული და არა უკანა რიცხვით ეცადოს რაღაცეების გამოსწორებას, რადგან ეს დოკუმენტის გაყალბებაა და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, ეს დოკუმენტი ფართო მოხმრებისაა და ბიზნესი ამას ეყრდნობა,“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.


„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ იუსტიციის მინისტრს დაევალა ამ ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის წარმოება და იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც ეგზავნება „საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად, თუკი შეიცავს  ტექნიკურ ნორმას, მთავრობის ადმინისტრაციიდან დამატებითი მითითება სჭირდება, რომ  „საკანონმდებლო მაცნეში“, როგორც ნორამტიული აქტის გამოქვეყნებასთან ერთად, შეიტანონ ტექნიკური  რეგლამენტების რეესტრში. ეს კი იმას ნიშნაავს, რომ ამ  ყველაფერზე პასუხისმგებელი მთავრობაა. თუმცა,  მთავრობაში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურთ.


რუსა მაჩაიძე




 






კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up