დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ დაცული ტერიტორიების მიერ შექმნილ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ დაცული ტერიტორიების მიერ შექმნილ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა

access_time2022-04-19 12:20:00

18 აპრილს, მსოფლიო მემკვიდრეობის დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის „FinEdu“ რუბრიკაში „ექსპერტი ფინედუზე“ დაცული ტერიტორიების მიერ შექმნილ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„ონლაინ ღონისძიებაზე, თამარ ხახიშვილიმა ყურადღება გაამახვილა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების საკითხებზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ მიმართულებებზე. საუბარი შეეხო UNESCO-ს მიერ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების ბუნებრივ მემკვიდრეობად აღიარების საკითხს და მის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა, როგორც მაგალითი ლანდშაფტების აღდგენის და კონსერვაციის მიმართულებით, მათ შორის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილით და მოსახლეობის ჩართულობით კანიონის განვითარებით მიღებულ შედეგებში.



2017 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის მიხედვით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი და მტირალას ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალი 90 მილიონი ლარი იყო. დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები.




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის პოპულარიზაციის მიმართულებასა და ისეთი ინიციატივების შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებში.



FinEdu საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით შექმნილი პირველი ქართული საგანმანათლებლო ვებპორტალია, რომელიც სრულად ფინანსურ განათლებას ეძღვნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up