დაცული ტერიტორიების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით, ახალ საგრანტო პროექტს იწყებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით, ახალ საგრანტო პროექტს იწყებს

access_time2021-09-23 14:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი საგრანტო პროექტის პრეზენტაციას „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და IRDG პროექტის ეროვნული მენეჯერი ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.



საგრანტო პროექტის ფარგლებში, სამი დაცული ტერიტორიისთვის - ლაგოდეხი, ჯავახეთი და ალგეთი, ტყის მართვის გეგმები მომზადდება; დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 7 დაცული ტერიტორია იმართება ტყის მართვის გეგმის შესაბამისად, რაც, დაახლოებით, 90 099.5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ახალი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 ტყის მართვის გეგმის შემუშავება უზრუნველყოფს, დამატებით, 34 000 ჰექტრამდე ტყის მდგრად მართვას.



ამავე საგრანტო პროექტით შეიქმნება მობილური აპლიკაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უფრო მეტად კომფორტული მოგზაურობისთვის. აპლიკაცია ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, სოფლად სერვისების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.




საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 248 000 დოლარის ფინანსური მხარდაჭერა. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” (IRDG) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).



“ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ.



საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას.



,,ტყე, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. საერთაშორისო მხარდაჭერით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას საკუთარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია არსებობს’’,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.



ევროკავშირი (EU) და UNDP საქართველოს სოფლის განვითარებას მრავალი წელია აქტიურად უჭერენ მხარს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გზით. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვა.







რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up