„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში“

„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში“

access_time2022-08-12 17:40:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 15 ადმინისტრაციაში 144 სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. პროგრამის მონაწილეები ბუნების დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებში აქტიურად ეხმარებიან დაცული ტერიტორიების რეინჯერებს.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის ჩართული სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში. მათი დასაქმებით, გარკვეულწილად, გაიზარდა სააგენტოს შესაძლებლობები როგორც ბუნების დაცვის, ისე ვიზიტორთა მომსახურების მიმართულებებით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, წლის ბოლომდე, სააგენტოში, დამატებით, კიდევ 622 სოციალურად დაუცველი პირი დაასაქმოს. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ გამოცდილება, გახდნენ კონკურენტუნარიანები, გაიუმჯობესონ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.



„მოხარული ვარ, რომ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ვმუშაობ ჩემს სახლთან ახლოს, აჯამეთის აღკვეთილში, მიყვარს და ვიცავ ბუნებას ჩვენს რეინჯერებთან ერთად. მომწონს ჩემი ახალი საქმე. დასაქმების პროგრამით, ეკონომიკური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა”, - აღნიშნა ზაზა ჭუმბურიძემ, რომელიც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში დასაქმდა.


ოთარ შამუგიამ და ზურაბ აზარაშვილმა, შეხვედრის ბოლოს, აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერეს. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა 14 კილომეტრიანი წრიული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მარკირებული, ეკოტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.


აჯამეთის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის - ბაღდათისა და ზესტაფონის ტერიტორიაზე მდებარეობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up