დაცარიელებული ბათუმი ტურისტული სეზონის პიკის დასაწყისში

დაცარიელებული ბათუმი ტურისტული სეზონის პიკის დასაწყისში

access_time2019-07-27 17:00:10

ივლისის ბოლოს ბათუმის ქუჩებში ტურისტების სიმცირე შეიმჩნევა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ზაფხულის ეს პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ტურისტულ სეზონი იყო. წელს აჭარაში სხვა სურათია - ქალაქში ყველაზე პოპულარულ კაფეებსა და რესტორნებში გვეუბნებიან, რომ მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. 20%-ით შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობა მაღალი კლასის სასტუმროებშიც.

 

მომხმარებლის სიმცირეს ყველაზე მეტად უჩივიან მცირე განთავსების ობიექტების მეპატრონეები. უძრავი ქონების სეზონური გაქირავების ფასი მოთხოვნის შემცირების გამო მკვეთრად დაეცა. კერძო ბინებისა და აპარტამენტების გაქირავების სააგენტოთა მენეჯერების ინფორმაციით, მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, ბათუმში, დაახლოებით,50-70 %-ით შემცირდა. მათ შორისაა მთვარისა აბულაძე. მისი კომპანია შვიდი წელია მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტურისტებთან. ის გაკვირვებულია იმით, რომ ტურისტთა რაოდენობის შემცირებას მხოლოდ ივლისის დასაწყისში რუსეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვას უკავშირებენ:

 

„100%-ით მზარდი იყო შარშანდელი წელი, წელს კი განახევრდა მოთხოვნა. დამთვალიერებელი ტურისტი ჩანს და არის, მაგრამ ხანგრძლივი ვადით დამსვენებელი, რომელიც რეალურად ხარჯავს ფულს ბათუმში, არის საკმაოდ შემცირებული. დაბალ ფასებზეა მოთხოვნა ისევ საქართველოს მოქალაქეებისგან და უცხოელები ძალიან ცოტაა, ნახევარია თითქმის. პირადი კავშირები მაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, მაგრამ იქიდან შიში აქვთ ამ გაშუქებებთან დაკავშირებით, არეულობებიაო. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ უსაფრთხოა და შეიძლება კარგად დასვენება, მაგრამ მაინც სხვაგან მიდიან“.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჯერ არ იციან, თუ კონკრეტულად რამდენადაა შემცირებული ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობა ივლისის თვეში.სტატისტიკა დგინდება სამი ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ოფიციალური მაჩვენებლით -ორ აეროპორტსა და თურქეთ-საქართველოს საზღვარზე. ტურისტული ნაკადების ივლისის თვის მაჩვენებელი მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში იქნება ცნობილი, გასული წლისა და ბოლო თვეების მონაცემებით კი, რეგიონში ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობით პირველ ადგილზეა მეზობელი თურქეთის რესპუბლიკა, მეორეზე კი აზერბაიჯანი. მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს რუსეთი ტურისტული ნაკადის რაოდენობის თვალსაზრისით. მთლიანად რუსული ბაზრის წილი ქართულ ტურიზმში, ოფიციალური ინფორმაციით, 19-დან 20 %- მდე შეადგენს. მიუხედავად ამისა, ოფიციალური მოსკოვის მიერ ფრენების აკრძალვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები საქართველოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ევროთი დააფინანსოს. განკარგულებას მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი და იგი 24 ივლისს შევიდა ძალაში,რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისსა და ბათუმში ორივე მიმართულებით ფრენის ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებენ.

გარდა ამისა, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორმა წამოიწყო კამპანია „დაისვენე საქართველოში“, რომელიც შიდა ტურიზმის გააქტიურებასა და ევროპის ქვეყნების დაინტერესებას ისახავს მიზნად, თუმცა, როგორც ბათუმის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე ამბობს, გასათვალისწინებელია ევროპელი ტურისტების როგორც მოთხოვნები,ასევე ქცევა:


 

„ევროპელი ტურისტი როცა იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ ქვეყანაში იმოგზაუროს, ის არის მაღალი ფასეულობების წინა პლანზე წამომწეველი ტურისტი. ფასეულობების მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხია. ის ინფორმაციას იღებს სხვადასხვა საშუალებიდან და ეს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ თქვენ ახლა გაგიუარესდათ ურთიერთობა რუსეთთან და დაგეხმარებით, ჩავალაგებთ ჩემოდანს და წამოვალთ საქართველოში. შეიძლება ეს იყოს 5, 10 ან 50 კაცი, მეგობრები, რომლებმაც, შესაძლებელია, დიდი მონდომებით ეს გააკეთონ, მაგრამ ეს არ იქნება ტენდენცია, ეს არ იქნება ტრენდი, რომელიც ტურისტული ნაკადების სიდიდეზე იქონიებს გავლენას“.

 

ევროპელი ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, უკვე ორი წელია,სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიებისთვის ხარჯავს ფულს. 2018-2019 წლების რეგიონის ბიუჯეტიდან, ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი განისაზღვრა. შეირჩა 16 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის არ არის რუსეთი. სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში ძირითადად პოსტსაბჭოთა დააღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებია, მათ შორის გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებიდან მოგზაურები ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ტურისტებად მიიჩნევა. 2019 წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, აჭარაში ბრიტანეთიდან 570 ვიზიტორი, გერმანიიდან 2 536, ხოლო რუსეთიდან 51 ათასზე მეტი იმყოფებოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავჯდომარე თინათინ ზოიძე ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ავიარეისების აკრძალვა მოულოდნელი აღმოჩნდა:

 

„ვერ ვიტყოდი, რომ წელს შესაძლებელი იქნებოდა ეს ემბარგო დაწესებულიყო, თუმცა ჩვენ, წლებია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიცირებაზე. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 16 სამიზნე ქვეყანა, რომელთანაც ვმუშაობთ, ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად უნდა ვიმუშაოთ და უნდა მოვახდინოთ ბაზრის სეგმენტირება. არ უნდა ვიყოთ ერთ, ორ ან სამ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული. ეს მიმართულება არის სწორი და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. პარალელურად მნიშვნელოვანია ძველი ბაზრების შენარჩუნება, როგორიც არის: თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს ქვეყნებიც შედის ჩვენს სამიზნე ქვეყნებს შორის“.

 

რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილონი არიან აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი საბჭოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მისი ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი გია აბულაძე, ამბობს, რომ აპირებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტში საქმიანობის ანგარიშით მოიწვიოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გია აბულაძე შეცდომად მიიჩნევს იმას რომ ბოლო წლებში რეგიონში ტურიზმი მთლიანად რუსულ ბაზარზე გახდა დამოკიდებული:

 

„ბოლო წლებში არ ხდებოდა ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება და სწორედ ამიტომ ჩავარდა ტურისტული სეზონი. 9 მილიონი ლარი აქვს ტურიზმის დეპარტამენტს და მისი დიდი წილი ხმარდება მარკეტინგსა და რეკლამას, ბოლო წლებში კი 19 მილიონ ლარამდეა დახარჯული ტურიზმის რეკლამირებაზე და ჩვენ ამ დროს გვაქვს უკუეფექტი. თუ მოატყუებ ტურისტს რეკლამით, ჩამოიყვან და მას არ დაახვედრებ იმას, რასაც სთავაზობ რეკლამით, ის მერე ათეულობით ტურისტს გაკარგვინებს. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით საინტერესო ევროპული ქვეყნებისთვის და მცირე და საშუალო ბიუჯეტის მქონე ტურისტებთან ერთად უნდა შემოგვეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები. ამას კი, რა თქმა უნდა,სჭირდება ინფრასტრუქტურა. ჩვენ კი რა მივიღეთ? - ქაოსური მშენებლობები. ბოლო წლებში ბათუმში ბინათმშენებლობის გარდა არაფერი გაკეთებულა. გაიარეთ ქალაქში, ყველგან ნახავთ ბინათმშენებლობას და ვერ ნახავთ ტურისტებისთვის საინტერესო სერვისებს“.


რადიო თავისუფლება




სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up