დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 19 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„კომპიუტერებით უზრუნველყოფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებულ სასკოლო ასაკის მიგრანტებს სწავლების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩაერთონ.
პროგრამაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და ემიგრაციიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.