დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები

დაბლოკილი პარალელური იმპორტი და მოსყიდული ექიმები - რატომ ღირს ძვირი წამლები

access_time2021-04-15 10:00:43

2021 წელი, 16 აპრილი, თბილისი. 72 წლის ლალი ბერიძეს ექიმთან ვიზიტი აქვს დანიშნული, მაღალ წნევებს, ჰაერის უკმარისობას, ადვილად დაღლილობას ბოლო რამდენიმე წელია მოციმციმე არითმია დაემატა. ასაკოვანი ქალის ერთადერთი შემოსავალი, მხოლოდ თვის განმავლობაში, ერთხელ დარიცხული 275 ლარია. გვიყვება, რომ წინასაწარ ნერვიულობს, რადგან არ იცის დამატებით რა თანხის გადახდა მოუწევს კლინიკაში, არ იცის  გაფართოვდება თუ არა წამლების ისედაც გრძელი ჩამონათვალი, რომლის ნახევარსაც როგორც თვითონ ამბობს ვერ ყიდულობს. გვეუბნება იმასაც, რომ ხშირად არჩევანის გაკეთება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან წამლებს შორის უწევს.

 

მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემა რომ არის იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლის საცალო ფასებთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, „მედიკამენტების ფასების საკითხი მიშვებულია და უზარმაზარი მოგებით, ზრდიან მედიკამენტების ფასებს“. თუმცა, კითხვა - რას აკეთებს საქართველოს მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად? პასუხი ისეთივე ნათელია როგორც მედიკამენტებზე ფასების ზრდის უწყვეტი ტენდენცია - არაფერს. მაგალითად, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისე დაამთავრა მუშაობა, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის შემოწმების პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა და ვერც ახალი, უფრო ეფექტიანი პოლიტიკა განსაზღვრა. პირიქით, კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელმაც მედიკამენტებზე ფასების ზრდას და დეფიციტის შექმნას ხელი შეუწყო.

 

კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, დეტალურ პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გასცემს, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად საუბრობდა.

 

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან, რადგან მისი თქმით, ბაზარზე არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. თუმცა, ამავდროულად კობერიძის განმარტებით, გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი ფასები იმპორტირებული ანალოგების ფასებს აჭარბებს. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი რომ ქართული კომპანიების ფასი ე.წ. ბრენდული მედიკამენტების ფასებს აჭარბებს:

 

„მედიკამენტების მწარმოებელმა საერთაშორისო კომპანია „ნოვარტისმა“ 25 წლის წინ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი „დიკლოფენაკი“ შექმნა, რასაც ბრენდული სახელი „ვოლტარენი“ დაარქვა. კომპანიამ გაყიდვების 25 წლიანი უკონკურენტო ექსკლუზიური ლიცენზია მიიღო. 25 წლის შემდეგ საპატენტო დაცვა მოიხსნა და სხვა გენერიკული მედიკამენტების მწარმოებლებს მათ შორის ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ „დიკლოფენაკი“ სხვადასხვა სახელით ეწარმოებინათ. მაგალითად „დიკლობერლი“, „დიკლოფეროლი“ და ა.შ. მათ საკუთარი წარმოების დიკლოფენაკს თავიანთი სახელი დაარქვეს, რათა წამლის რეკლამირების საშუალება ჰქონოდათ. მაგრამ არის შემთხვევები როდესაც კომპანიებმა სახელი უცვლელი დატოვეს „დიკლოფენაკ ჰუმანიტი“, „აპი დიკლოფენაკი“ და ა.შ. ამ შემთხვევაში კომპანიები მარკეტინგში ფულს არ ხაჯავენ და შესაბამისად მათი მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია. „ავერსი რაციონალი“ „დიკლოფეროლს“ აწარმოებს, თუმცა ღირებულება ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალია რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არა ლოგიკურად გამოიყურება და კითხვის ნიშანს აჩენს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ლევან კობერიძე იმ დაფარული პრობლემის შესახებაც გვიყვება, რომელზეც ინფორმაცია მთელ სამედიცინო საზოგადოებას აქვს, თუმცა ღიად მასზე არავინ საუბრობს. საქმე ეხება ექიმებს, რომლებიც პაციენტებს  მედიკამენტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებით უნიშნავენ.

 

„მედიკამენტების გაყიდვა, ე.წ. პრომოუშენი, ძირითადად ექიმების ფინანსური გზით დაინტერესებით ხდება. მათ აქვთ ინტერესი კონკრეტული სავაჭრო დასახელების წამალი დანიშნონ და ამაში მწარმოებლისგან ან დისტრიბუტორისგან თითოეულ კოლოფზე შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. სამწუხაროდ ექიმების ნაწილი დაბალი ხელფასების გამო ამ ცდუნებას ვერ უძლებენ. ფარმაცევტულ კომპანიასთან გარიგებული ექიმები ნიშნავენ მედიკამენტს არა იმის გამო რომ ხარისხიანია, ეფექტურია, უსაფრთხოა, აპრობირებული ან მეტიც, პაციენტისთვის ხელმისაწვდომია, არამედ ერთერთი მთავარი მოტივით, ამ მედიკამენტის დანიშვნის შემდეგ ისინი კომპანიისაგან გარკვეულ ანაზღაურებას მიიღებენ. ექიმების გარკვეული ნაწილი, თავის გადაზღვევის მიზნით დუბლირებულ მედიკამენტებსაც კი ნიშნავს. ერთს, რომელიც ნაკლებად ეფექტიანია შედეგის თვალსაზრისით ნიშნავს იმიტომ, რომ მასში ანაზღაურებას იღებს, ხოლო მეორეს ნიშნავს იმიტომ, რომ პაციენტმა რეალური შედეგი მიიღოს“ ,- აცხადებს ლევან კობერიძე.


 

„კომერსანტთან“ საუბარში ლევან კობერიძე კიდევ ერთი მიზეზს ასახელებს რის გამოც მედიკამენტის ფასები იზრდება. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ვერტიკალური ინტეგრაციაცა, რა დროსაც ერთ ხელშია როგორც ფარმაცევტული წარმოება, ისე საბითუმო-საცალო რეალიზაცია, სადაზღვეო კომპანია, სამკურნალო და დიაგნოსტიკური სფერო.

 

„მთელი ციკლი დაწყებული მედიკამენტის წარმოებით და დამთავრებული მისი ანაზღაურებით არის ერთი ჰოლდინგის ხელში. ვერტიკალური ინტეგრაციის დროს კომპანიებს აქვთ ე.წ. ასიმეტრიული ფასები, მათ შეუძლიათ რომელიღაც სეგმენტში მოგება მოიკლონ და კონკურენტები მოიშორონ, ხოლო სხვა სეგმენტში მოახდინონ ამ „დანაკარგის“ კომპენსაცია და ამით, ფაქტობრივად, მაინც მნიშვნელოვანი მოგება მიიღონ. ამასთან, სეგმენტურად გააკოტრონ კონკურენტები. წაგებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მაგალითად ასეთი ჰოლდინგი სააფთიაქო ქსელში მოგებას იკლებს და ამით ის მხოლოდ და მხოლოდ მცირე და საშუალო ზომის კონკურენტებს აკოტრებს და შემცირებული კონკურენციის პირობებში ბაზარზე ფასებით თავისუფლად მანიპულირებს. ასეთ ჰოლდინგებს შეუძლიათ აფთიაქებში ფასდაკლებებით მიღებული დანაკარგები დააკომპენსირონ წარმოების ან ჰოსპიტალურ სეგმენტში ფასების მატებით. რის საშუალებაც პატარა და საშუალო აფთიაქებს არ აქვთ და ამიტომ განწირულები არიან გაკოტრებისთვის. ეს კანონმდებლობით დაშვებულია, ეს რომ იყოს აკრძალული, ისე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაშია და ბუნებრივი ანტაგონისტები იყვნენ სადაზღვეო კომპანიები და ჰოსპიტლები, საბითუმო და საცალო რეალიზატორები, მედიკამენტების მწარმოებლები და კლინიკები - პრობლემა არ იარსებებდა, რადგან, მაგალითად თუ დანიშნულება დიაგნოზის შეუსაბამოა, სადაზღვევო კომპანია ცდილობს, რომ ასეთი ხარჯი საერთოდ არ აანაზღაუროს, ეს საკითხი უნდა იყოს კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის საგანი“, - ამბობს ლევან კობერიძე.

 

ლევან კობერიძე აცხადებს, კონკურენციის წახალისებაში და შეზღუდვაში უმნიშვნელოვანესია სახელმწფოს როლი. მისი თქმით, 2013-14 წლებიდან სახელმწიფომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა დაიწყო. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი წევრის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სხვადასხვა პროცედურით ცდილობს ე.წ. პარალელური იმპორტის დაბლოკვას. 2009 წელს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც კანონიერი გახდა ხარისხიანი მედიკამენტების ე.წ.პარალელური იმპორტი, გამარტივდა ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირების სანებართვო პირობები და  ფაქტიურად ბაზარი გაიხსნა და კონკურენცია გაჩნდა - განსაკუთრებით ხარისხიანი მედიკამენტების ნაწილში. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით იმ ქვეყნებში დარეგისტრირებული მედიკამენტებისთვის, სადაც მკაცრი რეგულაციაა მედიკამენტების ხარისხის უსაფრთხოების და ეფექტურობის კონტროლის  თვალსაზრისით, საქართველოს ბაზარზე დაშვების პროცედურა ძალიან გამარტივდა. ევროპიდან და ამერიკიდან ე.წ. აღიარებული ქვეყნებიდან შემოვიდა იაფი, მაგრამ ხარისხიანი მედიკამენტები. როგორც კობერიძე აცხადებს, ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების გამარტივებამ საშუალება მისცა მრავალ კომპანიას მიეღო მონაწილეობა მედიკამენტებით ვაჭრობაში. ყოფილი დეპუტატი გვიყვება, რომ 2009 წელს საქართველოში ოცამდე იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანია ოპერირებდა, ხოლო კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ, უკვე 2011-12 წლებში  მათმა რიცხვმა 450-ს გადააჭარბა. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ამით გაიზარდა კონკურენცია და მოხდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა: 2010 წლიდან საცალო ფასების ინდექსი მედიკამენტებზე ქვემოთ წამოვიდა. მაშინ, როცა იმავე 2010 წლიდან ყოველწლიური ინფლაცია 5-6 პროცენტის ფარგლებში იყო. მისივე განმარტებით,100 მეტ-ნაკლებად ყველაზე მბრუნავ მედიკამენტზე მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას წამლები 100 მლნ ლარით ნაკლები დაუჯდა. საუბარია მხოლოდ 100 მედიკამენტზე, როცა საქართველოში 15 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების, დოზის, ფორმის და შეფუთვის მედიკამენტის ბრუნვა იყო ნებადართული“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

მიზეზი, თუ რატომ აფერხებს საქართველოს მთავრობა  პარალელურ იმპორტის პროცესს, მაშინ როცა ხედავს ასეთი ქმედებებით გამოწვეულ ზიანს, დაზუსტებით ლევან კობერიძემ არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს კორუფციას, არაკომპეტენტურობას ან მიზანმიმართული საბოტაჟს.

 

ლევან კობერიძის თქმით, მცდელობა რომ პრობლემა შეისწავლონ ილუზია და ფარისევლობაა, რადგან მედიკამენტებზე ფასის ზრდის რეალური მიზეზები მმართველ გუნდში კარგად იციან. იგი „კომერსანტთან“ საუბარში ყურადღებას კონკურენციის სააგენტოს ეფექტური როლის არასათანადო საკანონმდებლო უზრუნველყოფაზეც ამახვილებს:

 

იმპორტიორებმა ჩემი პარლამენტში ყოფნის დროს მითხრეს, რომ 2016 წელს კონკურენციის სააგენტოში განაცხადი შეიტანეს, რასაც წინ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინააღმდეგ  გამართული მრავალი სასამართლო პროცესი უძღოდა. სასამართლო პროცესები დროში გაიწელა და სანამ ყველა ინსტანცია მოიარა საბაჟოზე დაყადაღებულ მედიკამენტებს ვადა გაუვიდათ და გასანადგურებელი შეიქმნა.  კონკურენციის სააგენტომ მართალია სახელმწიფოს ქმედებაში დარღვევები ვერ დაინახა, თუმცა რეგულირების სააგენტოს 11 პუნქტიანი რეკომენდაციით მიმართა. უწყებას უნდა შეემუშავებინა მედიკამენტების ბაზარზე დაშვებისას განაცხადების განხილვის ისეთი სტანდარტი, რომ გამოირიცხოს ერთი და იგივე საკითხზე დიამეტრალურად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ამით კონკურენციის სააგენტომ მიანიშნა, რომ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგოა“, - თქვა კობერიძემ.

 

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, პრობლემის მოგვარებას სახელმწფოს მხრიდან ნება სჭირდება, რომ მოსახლეობისათვის ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტი იყოს ხელმისაწვდომი. მისივე განმარტებით, სახელმწიფო პროცესებს არ მართავს და ხშირად მოსახლეობისათვის საზიანო გადაწყვეტილებებს ღებულობს. ამის მაგალითად ლევან კობერიძეს 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული საგანგებო პირობებით განსაზღვრულმა მედიკამენტის იმპორტის წესებში ცვლილებები მოჰყავს, რამაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის შეფერხება და შესაბამისად ფასების ზრდა და დეფიციტი გამოიწვია მთელ რიგ მედიკამენტებზე. ყოფილი დეპუტატის განცხადებით, მაშინ როცა საქართველოში მთავრობამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპირისპიროდ ბიზნეს ოპერატორებს საქმიანობა გაურთულა სომხეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მედიკამენტების იმპორტი უკიდურესად გაამარტივა.

 

ჩვენ მეზობლებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მედიკამენტების ბრუნვა იმპორტის  და დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში მედიკამენტები ამ გადასახადებისგან გათავისუფლებულია.  მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ფასები  ჩვენს და ჩვენი მეზობლების აფთიაქებში თანაბარია. მაშინ, როცა 2010-2013 წლებში სომხეთში და აზერბაიჯანში მედიკამენტები საქართველოდან რეექსპორტირდებოდა. რაც შეეხება თურქეთს- ამ ქვეყანაში ბაზრის მოცულობის სიდიდის და სახელმწიფო დოტაციების ხარჯზე ანალოგიური მედიკამენტები მართლაც მრავალჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. თუ საქართველოს მთავრობას სურს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი თურქეთის ბაზარზე დაშვებული მედიკამენტები, მაშინ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალს უნდა დაუმატოს თურქეთიც.

 

გარდა ამისა პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი შესაძლო გზაა ე.წ. სანდო მწარმოებლების სიის შემუშავებაა, რომელშიც საქართველოს მთავრობა შეიყვანს იმ მაღალი რეპუტაციის მქონე ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. ამ სიაში არსებული კომპანიების მედიკამენტებისთვის, უნდა გავრცელდეს ისეთივე შეღავათიანი იმპორტის რეჟიმი, როგორიც არის აღიარებულ ქვეყნებში ბაზარზე დაშვებული მედიკამენტებისთვის. მოსახსნელი ან გასამარტივებელია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბიუროკრატიული წნეხი.

 

ექიმებს კანონის შესაბამისად მკაცრად უნდა აეკრძალოთ პოლიპრაგმაზიით, იგივე პოლიფარმაციით (მრავალი მედიკამენტის გაუმართლებელი დანიშვნა) დაკავება და ყველა ასეთ ფაქტზე სათანადო რეაგირება უნდა იყოს. ამისათვის უნდა დაინერგოს ელექტრონული რეცეპტი. საბოლოო ჯამში პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სისტემური რეფორმა ელექტრონული რეცეპტურის შემოღების მიმართულებით, რომელიც ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრავს რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და იმავდროულად რაც ყველზე მთავარია, მოსახლეობას საშუალებას ხარისხიანი მედიკამენტები გაცილებით ნაკლებ ფასად მიიღონ “, - განაცხადა ლევან კობერიძემ.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up