დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლას ქალაქის მერია სპეციალურად შემუშავებული გეგმით აპირებს

დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლას ქალაქის მერია სპეციალურად შემუშავებული გეგმით აპირებს

access_time2018-06-27 11:00:01


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროებლემაზე ჰაერის დაბინძურებაზე ისაუბრა. მისი თქმთ, აღნიშნული მიმართულებით მერიას მოუწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერის შემცირებისთვის მუშავდება სპეციალური გეგმაც, რომელიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.



„აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს როგორც სატრანსპორტო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე პირველი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანპოროტო საშუალების ტექდათვალიერება. ეს არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ. უახლეს მომავალში ჩვენ წამროვადგენთ გეგმასაც, სადაც თვეებისა და წლების მიხევდით იქნება გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს არსებული მდოგმარეობის შესაცვლელად“,-განმარტავს კახა კალაძე.




მისივე თქმით, ეკოლოგიის მიმართულებით, მნიშვნელოვანია პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ამ კუთხით დაგეგმილია ორი ისტროიული პარკის განახლება. საუბარია ვაკისა და ვერის სარეკრეაციო ზონებზე.



„ჩვენ დაწყებული გვაქვს პარკების რეაბილიტაციაზე მუშაობა. მაგალითად გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და გვყავს გამარჯვებული კომპანიაც, ახლა კი მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. გარდა ამისა ვგეგმავთ ისტორიული პარკების რეაბილიტაციასაც, კერძოდა ვაკისა და ვერის პარკზე მაქვს სუაბარი. უახლოეს მომავალში დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ანუ მომავლ წელს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები“,- აცხადებს კალაძე.



კომერსანტი

 





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up