დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის შეიძლება საგადასახადო შეღავათები დაწესდეს

დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის შეიძლება საგადასახადო შეღავათები დაწესდეს

access_time2021-09-26 17:30:00

ვფიქრობ, მცირე შემოსავლების მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები შეიძლება დაწესდეს, - ასე ეხმაურება “Kreston georgia”-ს მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი IMF-ის ანგარიშს. თუმცა, ის ფიქრობს, რომ განაკვეთის ცვლილება არ უნდა მოხდეს მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის. 

„თემა საინტერესოა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ, მხოლოდ ამ საკითხზეა საუბარი, რომ მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისთვის დაწესდეს შეღავათები, თუ ზოგადად, საუბარია საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გადახედვაზე და იგივე პროგრესული შკალის შემოღებაზე. თუ მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დაუწესდება შეღავათი და შემოვა იგივე დაუბეგრავი მინიმუმის თემა, რომელიც ფაქტობრივად დღეს არ გვაქვს, კარგია ანუ დღევანდელი საშემოსავლო შეღავათები მიბმული არის კონკრეტულ ჯგუფებზე, მაგალითად ომის ვეტერანებზე, შშმ პირებზე და ა.შ. არ არსებობს ერთიანი ზღვარი, ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ყველა საქმიანობას მოიცავს“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არის საუბარი ხარჯების შეკვეცაზე და არავინ იცის საიდან უნდა დაიწყოს ეს, კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო აუდიტის დასკვნები გაანალიზდება და სწორედ იქ მოხდება შეჯერება, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი რესურსის გამონახვა.

„ბოლო წლებში ჩვენი მოსახლეობის ხელფასი დოლარში შემცირდა, ხოლო დოლარში შემცირება პირდაპირ ასახავს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რადგან ფაქტობრივად 2004-2012 წლებში 5-ჯერ გაიზარდა ხელფასი დოლარში დაახლოებით და ბოლო 10 წელი ამ მიმართულებით ცვლილება არ გვაქვს, მცირედით შემცირდა კიდეც.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არ გაუმჯობესებულა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული შეღავათები მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის შეიძლება დაწესდეს, თუმცა ჩემი აზრია, რომ განაკვეთი არ უნდა შეიცვალოს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

შეგახსენებთ, IMF-ის მიმოხილვაში წერია, რომ 20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია. IMF-ის მიმოხილვაში არაა საუბარი იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ამის შესაცვლელად, თუმცა, სავარაუდოდ, ფონდი საქართველოს მთავრობას საფეხურებრივი (დიფერენცირებული) საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისკენ მიანიშნებს. საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოქალაქის დარიცხული ხელფასია თვეში 2000 ლარი, ის “ხელზე” 1600 ლარს იღებს, 1000 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 800 ლარს, ხოლო 500 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 400 ლარს იღებს.

2018 წლის შემდეგ, მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ან მისი მოდიფიკაციისთვის მხოლოდ ერთი ცვლილება გაატარა - COVID-19-ის პანდემიის გამო, 750 ლარამდე ხელფასები საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, 1500 ლარამდე ხელფასები კი ნაწილობრივ გათავისუფლდნენ, თუმცა ეს შეღავათი არა - მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეღავათი 2021 წლის 1 ივნისს დასრულდა და მის ფარგლებში კერძო სექტორში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩა.


წყარო: bm.ge  „საქმის კურსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up