დაბალი საპროცენტო განაკვეთები და ფასების სტაბილურობა - რას გამოიწვევს ბანკების კონკურენტი ციფრული ლარი

დაბალი საპროცენტო განაკვეთები და ფასების სტაბილურობა - რას გამოიწვევს ბანკების კონკურენტი ციფრული ლარი

access_time2021-10-11 11:00:04

2022 წლიდან ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის ჩაშვებას გეგმავს. ციფრული ლარის გამოყენება საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, საცალო ვაჭრობის ბაზარზე იქნება შესაძლებელი. სებ-ის ინფორმაციით, მისი მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. როგორც აღმოჩნდა, ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ციფრული ლარი სჭირდება. ეროვნული ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.



ციფრული ლარის გამოშვების ირგვლივ არაერთი კითხვა გაჩნდა, ხშირ შემთხვევაში მას კრიპტოვალუტასთან აიგივებენ ან აღნიშნავენ, რომ საბანკო ანგარიშებისგან არაფრით იქნება განსხვავებული. გარდა ამისა, საბანკო სექტორთან მის კონკურენციაზეც აქტიურად საუბრობენ.



ციფრული ლარი და კრიპტოვალუტა



ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის ბევრი მსგავსებაა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ჭრილში, რადგან დიდი ალბათობით ციფრული ვალუტაც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული, ასევე იქნება სწრაფი და იაფი გადახდის საშუალება. თუმცა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, არ მოხდება ე.წ. მაინინგი. ციფრულმა ლარმა რაღაც სერვისებში შეიძლება კონკურენცია გაუწიოს კრიპტოვალუტებს, თუმცა მას არ ექნება სპეკულაციური დაგროვების ხასიათი, როგორც კრიპტოვალუტებს აქვთ. სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული ფულით სარგებლობა მთელი დღე–ღამის განმავლობაში, უწყვეტად იქნება შესაძლებელი ინტერნეტის გარეშე.



„ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე საუბრობს.



„ციფრული ლარი განსხვავდება ტრადიციულ კრიპტოვალუტისგან იმით, რომ კრიპტოვალუტა არის დეცენტრალიზებული, არცერთი ქვეყნის და ორგანიზაციის მმართველობის ქვეშ არ არის, ხოლო ციფრული ლარი იქნება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი, მისი გამოშვება და მიმოქცევა ეროვნული ბანკის პრეროგატივა გახდება. ციფრული ლარი არის ელექტრონული ვალუტა, რომელსაც არ გააჩნია ფიზიკური სახე. თუმცა არ უნდა აგვერიოს ციფრული და ელექტრონული ვალუტა, რადგან ელექტრონული არის არსებული ფულის ციფრული ნაირსახეობა და არა თვითონ ციფრული ფული. ციფრული ფული არის წმინდა ტექნოლოგიური გზის საფუძველზე დამზადებული ფულადი ერთეული, ხოლო ელექტრონული ფული ეს არის ასე ვთქვათ ფულის ნაირსახეობა, რომელიც ელექტრონულ არხებში მოძრაობს. აქედან გამომდინარე, მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია“, -აღნიშნავს დავით კიკვიძე.



ციფრული ლარი – როგორც ბანკების კონკურენტი



ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა, თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით გაკეთდება, თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ თითქოს ბანკები კარგავენ შუამავლის როლს. როგორც პაპუნა ლეჟავა განმარტავს, ციფრულ ლარს ექნება გადახდის და დაგროვების ფორმა, ასევე ელექტრონულ საფულეში არსებულ ელექტრონული ვალუტის ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. შესაძლებელი იქნება ციფრული ლარით სესხის აღებაც.



„ციფრულ ლარზე შესაძლებელი უნდა იყოს პროცენტის დარიცხვა - მაგალითად, დღეს თუ გვაქვს 100 ლარი, ერთი წლის შემდეგ ის გახდეს მაგალითად, 109 ლარი. ციფრული ლარი არ იქნება განყენებული სისტემა, ის იქნება თავსებადი, როგორც გადარიცხვების დღევანდელ სისტემასთან, ასევე სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებული იქნება „ქეშთანაც“. ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ტექნოლოგიებთან უფრო კარგად იქნება თავსებადი, ვიდრე ნაღდი ფული. ვფიქრობ, ეს ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბანკებისა და ფინტექ-კომპანიებისთვის“, - განმარტავს პაპუნა ლეჟავა.



განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ მიმართულებით დავით კიკვიძეს. მისი თქმით, ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას რამდენიმე მიმართულებით მაინც გაუწევს, თუმცა მათ ფინანსურ სექტორში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ექნებათ.




„გარკვეულწილად ციფრული ლარი ბანკებს კონკურენციას გაუწევს, იმ მხრივ რომ ციფრული ვალუტის შემთხვევაში საბანკო სექტორი შუამავლად აღარ მოგვევლინება, აქედან გამომდინარე საბანკო სექტორს რაღაცეების დათმობა მოუწევს. ეს შესაძლოა ბანკების შევიწროებას გავდეს, თუმცა საბოლოო ჯამში საბანკო სექტორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფინანსურ სექტორში და როგორც არ უნდა განვითარდეს ციფრული ვალუტა, ბოლომდე ჩვეულებრივი ვალუტის ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ნაღდი ფულის მოძრაობა ძალიან მაღალია და წლების განმავლობაში ეს მაინც შენარჩუნდება. მეორე ვარიანტია თუ ბანკებიც გადმოერთვებიან ციფრულ ვალუტაზე და ჩაერთვებიან ამ ზოგად მიმოქცევაში. შესაძლოა რაღაც ეტაპზე საბანკო სექტორი ცოტა შევიწროვდეს, თუმცა მათი ჩანაცვლება ასე მარტივად ვერ მოხდება. ციფრული ლარის შემთხევაში იარსებებს ე.წ. ელექტრონული საფულეები და ანგარიშები, სადაც შენახული იქნება ჩვენი ციფრული ვალუტა და ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი პირდაპირ ერთმანეთის ანგარიშებზე შეძლებენ გადარიცხვებს, შესაბამისად, დროის თვალსაზრისით, იქნება ბევრად სწრაფი და შუამავლისთვის საკომისიოს გადახდაც არ მოგვიწევს, რაც სამომხმარებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტია“, - ამბობს კიკვიძე.



ექსპერტი იმასაც განმარტავს, რომ ციფრული ვალუტა ბანკებს კონკურენციას სესხების და ანაბრების კუთხითაც გაუწევს, რადგან შესაძლებელი იქნება ციფრულ ვალუტაზე პროცენტის დარიცხვა და სესხის აღება მეტად ხელსაყრელი პირობებით.



„ბანკების ამ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ მომსახურების ერთ-ერთი პროვაიდერები, თუმცა უკვე არა როგორც გამომშვებები. დღეს ფულის მიმწოდებელი არის ბანკი, თუმცა ციფრული ლარის შემთხვევაში ეს ასე აღარ იქნება და ბანკი ერთპიროვნულ გამტარად აღარ მოგვევლინება, ამიტომ შეიძლება მას განსხვავებული ფუნქცია დაემატოს, არა გამტარის, არამედ შემგროვებელის. ბანკი შეიძლება სერვისის მიმწოდებელი გახდეს, მაგრამ არა პროვაიდერი. რა თქმა უნდა ციფრულ ლარზეც იქნება შესაძლებელი სესხების გაცემა, პროცენტის დარიცხვა, თუმცა ამის უპირატესობა იქნება ის, რომ თუ დღეს ამ სერვისების პროვაიდერი არის კომერციული ბანკები, ციფრული ვალუტის შემთხვევაში ეს მეტად დივერსიფიცირებული იქნება სხვადასხვა კომპანიაში. ამ ყველაფერმა კი წესით საპროცენტო განაკვეთებზე უნდა იმოქმედოს და დაწიოს ისინი. დღეს კომერციულ ბანკებს თავისი საპროცენტო ხარჯები აქვთ, მაგალითად ფულის გატანის დროს წარმოიქმნება დამატებითი საკომისიოები, შესაბამისად ციფრულ ვალუტას ეს არ ექნება, რაც საპროცენტო განაკვეთებში აისახება, როდესაც ეს ყველაფერი ჩაიხსნება და საშუამავლო საკომისიოები ნაკლები იქნება, თავისთავად უნდა აისახოს საპროცენტო განაკვეთებში“, - აღნიშნავს დავით კიკვიძე.



დავით კიკვიძე საერთაშორისო გამოცდილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელ რეალობაში ჩინეთს, იაპონიას და ევროპის წამყვან ქვეყნებს აქვს გამოშვებული ციფრული ვალუტა და ის სატესტო რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა კი უკვე დანერგა.



„ციფრული ლარი არ იქნება მიბმული ევროზე და დოლარზე, მისი კონვერტირება დიდი ალბათობით მოხდება შემდეგი პრინციპით, რომ ჯერ ტრადიციულ ფულში მოგვიწევს გადაყვანა და შემდეგ უკვე კონვერტირება. თუ მოხდება ციფრული დოლარის და ევროს გამოშვება და აქტიური ვაჭრობა საერთაშორისო პლატფორმაზე, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ რომ იარსებებს გაცვლითი კურსები ციფრულ ვალუტებს შორის. ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება გაციფრულება, რადგან მოგვიტანს ფასების სტაბილურობას. თუ დღეს სებ-ს სჭირდება კომერციული ბანკები რომ მათი გავლით ეკონომიკაში მოხდეს სხვადასხვა ცვლილებების ასახვა, იმ შემთხვევაში უფრო სწრაფად მოახდენს ცვლილებებს შუამავლების გარეშე. ბიზნესს კი ასევე თავის მხრივ საშუალება ექნება ციფრული ვალუტის მეშვეობით მოახდინოს ტრანზაქციები სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე“, — განმარტავს კიკვიძე.



ქვეყნები, სადაც ციფრულ ვალუტას უკვე ტესტავენ

 


ჩინეთი – ცისქვეშეთის სახალხო ბანკმა ციფრულ იუანზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. 7 წლის განმავლობაში შეიმუშავა კონცეფცია და სისტემის 10 ტესტი ჩაატარა, მეათე ტესტი 2021 წლის აპრილში ჩაეშვა.

 


კარიბები – კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ციფრული ვალუტა 2021 წლის 31 მარტს გამოჩნდა. აღმოსავლეთ კარიბის ბანკმა ბრუნვაში ჩაუშვა DCash – აღმოსავლეთ კარიბის დოლარის ანალოგი. ციფრული ვალუტა 4 ქვეყანაში იტესტება. ამ ქვეყნების მოქალაქეები Dcash-ით აკეთებენ გადარიცხვებს, იხდიან ბანკებში, მაღაზიებსა და სასადილოებში.

 


ევროკავშირი – ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის ბრუნვაში ჩაშვების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება 2020–ში დაიწყო. ამჟამად ცენტრალური ბანკი სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს და ევროს ანალოგის გაშვებაზე საზოგადოების აზრს იკვლევს.

 


აშშ – ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროექტი ჩაეშვება აშშ–ის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს. პროექტებზე პასუხისმგებელი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ციფრული დოლარი – ფულის ახალი ფორმაა, რომელიც სპეციალურად ონლაინ გადახდებისთვისაა შექმნილი და ავსებს უკვე არსებულ ელექტრონულ ფულს.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up