დაბალი კვალიფიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში?

დაბალი კვალიფიკაცია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში?

access_time2022-11-20 21:00:45

ადგილობრივი ფერმერებისთვის დღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მთავარი პრობლემა განათლების დაბალი დონე და თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. 



უფრო ზუსტად, როგორც ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის თავმჯდომარე, ვახტანგ ბეჟიტაშვილი ბიზნეს ფორმულასთან აცხადებს, დღეს გლობალური სასოფლო-სამეურნეო მიმართულება სულ უფრო ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ხდება, ამ მხრივ კი საქართველო განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რის გამოც ქართული პროდუქცია არაკონკურენტულია.

მიღმა ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდისა, ბეჟიტაშვილის თქმით, დარგში ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით შემცირდება პროდუქციის თვითღირებულებაც.



თანამედროვე ტექნოლოგიები გათვლილია ზუსტად იმაზე, რომ მაქსიმალურად ხარისხობრივი პროდუქცია მივიღოთ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პროდუქციის თვითღირებულებაც დაიკლებს. ტექნოლოგიებში რომ მსხვილი ინვესტიცია ჩაიდოს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავისუფლად შეიძლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 30-40%-ით გაიაფება, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი. 


შპს აგროინვესტსერვისის დირექტორის, ვაჟა მკურნალიძის თქმით ტექნოლოგიური განვითარების ფონზე გაიზრდება ფერმერთა შემოსავლებიც. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მიიღებენ უფრო მეტ მოსავალს და შეძლებენ უფრო მეტის გაყიდვასაც.



შესაძლებელია, პირობითად ციტრუსოვან ნაყოფებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 3-4 წელში მოხდეს 30%-ით მოსავლიანობის და ხარისხის ამაღლება. მაგალითად, კარტოფილის კულტურა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ძალიან გავრცელებულია, როგორც წესი საქართველოში, ერთ ჰექტარზე მას მოსავლიანობა აქვს დაახლოებით 60-70 ტონა. ჩვენი ფერმერი კი ათ ტონაზე მეტს ვერ იღებს. ანუ შვიდჯერ ნაკლებ შედეგზე გადის მაშინ, როცა ინტენსიური ტექნოლოგიების პირობებში შეუძლია მინიმუმ 2-3-ჯერ გაზარდოს მოსავლიანობაც და შემოსავლებიც, - აღნიშნავს ვაჟა მკურნალიძე. 



თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე რომ დარგის განვითარება შეუძლებელია, ამ მოსაზრებას იზიარებს ფერმერი ივა ჭყონიაც. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ შესაბამის ტექნიკას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდება.



დაახლოებით ერთი წელია, რაც გავხდი ფერმერი და უკვე არაერთხელ შევეჯახე იმ ფაქტს, რომ შესაბამისი ტექნიკის გარეშე უბრალოდ მიწასაც კი ვერ დავამუშავებ ხარისხიანად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დეფიციტია იმ კადრებისაც, რომლებიც მსგავსი ტექნიკის სწორად მართვას სჭირდება. ეს გახლავთ კომპლექსური საკითხი - თუ გვინდა გვქონდეს ხარისხიანი მოსავალი, გვჭირდება კვალიფიციური კადრი და თანამედროვე ტექნოლოგია. ამ ნაწილში სახელმწიფოს მეტი აქტიურობაა საჭირო, - ამბობს ივა ჭყონია. 



აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს ამოქმედებული აქვს ერთდროულად რამდენიმე მხარდამჭერი პროგრამა. მათ შორისაა, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება, ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, მოქმედებს შეღავათიანი აგროკრედიტისა და სუბსიდირების პროგრამებიც, თუმცა ამ ყველაფერს თავად ფერმერები უფრო დარგის წახალისებად აღიქვამენ, ვიდრე განვითარების ხელშეწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ დარგში არსებული პრობლემები მუდმივად უცვლელია და ვერ გვარდება.



 businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up