დაბალი ცნობადობა, დაბალი ხარისხი და აუთვისებელი ბაზრები - მეღვინეები ექსპორტირებული ღვინის დაბალ ფასებზე საუბრობენ

დაბალი ცნობადობა, დაბალი ხარისხი და აუთვისებელი ბაზრები - მეღვინეები ექსპორტირებული ღვინის დაბალ ფასებზე საუბრობენ

access_time2020-05-21 10:50:27

„ყველა მეწარმეს უნდა, რომ მისი ღვინის ფასი სხვა ქვეყანაში მაღალი იყოს, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია.  ამას დიდი მარკეტინგული ღონისძიებები  და ცნობადობის გაზრდა სჭირდება. ქართული ღვინო კი დღესაც არ არის ცნობადი მიუხედავად იმისა, რომ ღვინის სამშობლო გვქვია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კორპორაცია ქინძმარაულის დამფუძნებელმა ნუგზარ ქსოვრელმა განუცხადა.


რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძემ, იმ ღვინის ფასს, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის, სამარცხვინოა უწოდა, მისი განმარტებით სწორედ ამ დაბალი ფასის გამო არ ვითარდება ღვინის მრეწველობა. „კომერსანტი“ ღვინის მწარმოებლების პოზიციით დაინტერესდა, რა ღონიძიებების ნაკლებობას განიცდის ქართული ღვინო, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე საპატიო პოზიციის დაკავების პოტენციალი აქვს? როგორ უნდა გაიზარდოს „ღვინის სამშობლოდ“ წოდებული ქვეყნიდან იმპორტირებული ღვინის ფასი და დამოკიდებულია თუ არა ეს ბაზრის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე.


კორპორაცია „ქინძმარაულის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი ქართული ღვინის საექსპორტო ფასის გაზრდის რამდენიმე გზას ასახელებს. მათ შორისაა მარკეტინგული ღონისძიებების აუცილებლობა, რომლის საშუალებაც, მისივე თქმით, სხვა ტრადიციული მეღვინე ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია. 


„ჩვენი კომპანია ღვინოს მსოფლიოს 20 ქვეყანაში ჰყიდის, გვყავს 34 პარტნიორი, მათ შორის რუსეთი, თუმცა რუსეთზე მცირედით ვართ დამოკიდებული და ჩვენი პორტფელი ამ ქვეყანაში ექსპორტის 4 პროცენტს არ აჭარბებს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნები საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით აგრესიული მარკეტინგით არიან დაკავებული, თუმცა ჩვენ ვერ ვავითარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რომ მოთხოვნა გაიზარდოს. ღვინის ფასები დამოკიდებულია იმაზე თუ სად იყიდება, ჩვენი ღვინოები ძირითადად ტრადიციულ ბაზრებზე გადის, სადაც ადამიანების მსყიდველუნარიანობა არ არის მაღალი. უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში  ფრანგული ღვინის ფასი ქართული ღვინის ფასთან შესაბამისობაშია. ღვინის ღირებულება ინგლისში ბევრად მაღალია ვიდრე პოლონეთში,  ბელგიაში  ბევრად ძვირია, ვიდრე უკრაინაში. ახალი მაღალი დონის ბაზრების ათვისებას დრო სჭირდება. თუ სახელმწიფო სწორ პოლიტიკას განსაზღვრავს, ეს ფასები თავისთავად აიწევს“,  აცხადებს ნუგზარ ქსოვრელი.



ბიზნესმენი მედიაჰოლდგინგთან ქართული ღვინის ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის კუთხით საქართველოში არ თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა.


„აქ სოციალური საკითხიც იკვეთება და გასაგებიცაა - სახელმწიფო ყიდულობს მინიმალურ ფასად ყურძენს იმიტომ, რომ გლეხის შრომაა ჩადებული. სახელმწიფო ზრუნავს თავის მევენახეებზე, მაგრამ როგორც წესი ეს ფერმერები აღარ ზრუნავენ მოწეული ყურძნის ხარისხზე იმიტომ, რომ მათ იციან რომ რაღაც ფასად ჩააბარებენ. სანამ ეს დამოკიდებულება იქნება,  რა თქმა უნდა რთულია ღვინის ხარისხის კონტროლი. როდესაც მაგალითად, იაპონიაში ვყიდით ღვინოს ვცდილობთ, რომ არაფერი შევურიოთ, ნარჩენები არ იყოს ამ ღვინოში. სხვა მხრივ,  ღვინის კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტია ქვეყანაში“,- განმარტავს ნუგზარ ქსოვრელი.


როგორ უნდა შევიდეს საქართველო მსოფლიო ღვინის მაღალი კატეგორიის სეგმენტში? ამ კითხვაზე პასუხად კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს, რომ პირველ რიგში ღვინის ხარისხის კონტროლის მოძველებული მეთოდები უნდა განახლდეს და ექსპორტის პროცედურები სამართლიანად გამკაცრდეს საერთაშორისო საინსპექციო ორგანიზაციების ჩართვით.


„ის სისტემა, რომელიც წლების წინ ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმად შემუშავდა, დღეს უკვე ვერ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს. მაშინდელი  ღვინის ექსპორტის ციფრები დღევანდელი მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. არასათანადო ხარისხის ღვინის ექსპორტირება რეპუტაციულად ძალიან ცუდია მაშინ, როდესაც ღვინის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყნად ვიწოდებით. ექსპორტი იმდენადაა გაზრდილი და იმდენად დაბალ ფასში იყიდება ქართული ღვინო, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში, რომ ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს ექსპორტის პროცედურების სამართლიანად გამკაცრება. ნებისმიერი სამართლიანი გამკაცრება უხარისხო საექსპორტო პროდუქციის გაფილტვრას ემსახურება. გასაკვირია, როცა კომპანიების ნაწილი ამას არ ეთანხმება. 

როდესაც ქვეყნიდან  50-70 მილიონი ბოთლი ღვინო გადის, უფრო ქმედითი და ეფექტური კონტროლის მექანიზმებით, ეს ფასზეც აისახება. ერთერთი გზა ამ სისტემის დანერგვის იყო ის, რომ საერთაშორისო ხარისხის აუდიტორიულ  კომპანიებს  განეხორციელებინათ ღვინის ხარისხის ინსპექტირება. თუ ამ პროცესს სახელმწიფო დააფინანსებს, კომპანიებისთვის ეს ხელსაყრელი უნდა იყოს. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ამით ქართულ ღვინოს უფრო ძლიერი რეპუტაცია  და შესაბამისი ღირებულებაც ექნება“,-  აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება. 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up