მოთხოვნის სიმცირის გამო, „რედკომ„ გუდაურში დაგეგმილი პროექტების რაოდენობა შეამცირა

მოთხოვნის სიმცირის გამო, „რედკომ„ გუდაურში დაგეგმილი პროექტების რაოდენობა შეამცირა

access_time2020-07-30 15:00:24

„რადგან მხოლოდ შიდა ტურიზმზე ვართ დამოკიდებული გაყიდვების მაჩვენებელიც საგრძნობლად შემცირებულია,“  - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.


პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს „რედკო“-ს ახალი გუდაურის პროექტის ბინებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. როგორც მაშინ კომპანიაში განგვიცხადეს, ბინების გაყიდვები 90 პროცენტით დაეცა. როგორც აღმოჩნდა, მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ბინების გაყიდვების შემცირებამ ასახვა ჰპოვა კომპანიის პროექტების შემდგომ განვითარებაზე, ამიტომაც „რედკოში“ დაგეგმილი პროექტების ნაწილის შემცირება მოხდა. 

მოთხოვნის შემცირების გამო ჩვენი მხრიდან მიწოდება შემცირებულია, თუ დაგეგმილი იყო პარალელურად 10 მშენებლობა, დავიწყეთ იმდენი რამდენის მოთხოვნაც იყო. სამომავლოდ, როგორც კი მოთხოვნა აღდგება, მიწოდებაც გაიზრდება. 

 სადაც ჩვენ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს ვაშენებთ, იქ ძირითადად ტურიზმის მიმართულებით არის დაინტერესება. ვინაიდან საზღვრები ჩაკეტილია, უცხოელები ვერ ახერხებენ ქვეყანაში ჩამოსვლას, შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრად არის ტურისტული აქტივობა შემცირებული. გუდაური სპეციფიური ადგილია და ძირითადად ზამთრის სეზონს ემსახურება და ადგილობრივების მხრიდან აქტივობა ნაკლებია.



გაყიდვები პირდაპირპროპორციულად ტურიზმზეა მიბმული. ადგილობრივი თუ უცხოელი სწორედ იმიტომ ყიდულობს მსგავსი ტიპის ქონებას, რომ შემდეგ გააქირავოს და მცირე ბიზნესი აწარმოოს.ამ ეტაპზე, რადგან შექმნილმა ვითარებამ გაყიდვებზე გავლენა იქონია და მაჩვენებელი შემცირდა, დაგეგმილი აქტივობების ნაწილი დროებით შეჩერდა. ჩვენი პროექტების გაგრძელება ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზეა დამოკიდებული.“ - განმარტავს მალხაზ კუნელაური.


კომპანია „რედკომ“ გუდაურის განვითარების პროცესი ცოტა ხნის წინ განაახლა. როგორც ცნობილია დეველოპერული კომპანია პროექტ „ახალი გუდაურის“ ფარგლებში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს აშენებს, ასევე ადგილზე მიმდინარეობს „რედისონის“ ბრენდის სასტუმროს მშენებლობაც. 2019 წელს „რედკომ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამშენებლო კომპანია „ანაგს“ გადააბარა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელია „რადისონ ბლუ გუდაურის“ და სხვა პროექტების მშენებლობასა თუ  ხარისხზე.

 

ანი ცარციძე

თეგები:
რედკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up