დაბალბიუჯეტური ფრენების დასასრული? - ავიაკომპანიების ახალი პოსტკორონავირუსული რეალობა

დაბალბიუჯეტური ფრენების დასასრული? - ავიაკომპანიების ახალი პოსტკორონავირუსული რეალობა

access_time2020-05-05 16:30:35

ბიუჯეტური მოგზაურობის დასასრული და კორონავირუსის შემდგომი რეალობა  -ამერიკული გამოცემა CNN-ი პანდემიის დასრულებისა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის  შემდგომ სატრანსპორტო კომპანიების სრულიად ახალი მოდელის შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს.


საჰაერო გადაადგილება ახალი კორონავირუსის პირობებში ყველაზე სარისკო ნაბიჯია.  აშკარაა, რომ ჩვენი ფრენის სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს, რათა მგზავრებმა საჰაერო სივრცეში დაბრუნებისას თავი კომფორტულად იგრძნონ. კრიზისამდე ფრენისას არა თუ დისტანციის დაცვა, არამედ ბორტზე ადგილების მაქსიმალური რაოდენობის მიღებას ცდილობდნენ, გადატვირთული რეისები და შემაწუხებელი სივიწროვე, ეს კორონავირუსამდე ჩვეულებრივი სურათი იყო. ახლა კი ავიახაზებმა სრულიად უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქმისადმი.  


სავარაუდოდ, მომავლის ფრენებისთვის ბორტზე სამადგილიან რიგებში გადანაწილება ისე შეიცვლება, რომ დისტანცირება მგზავრებს შორის  შუა ადგილების დაცარიელებით იქნას მიღებული. ასეთი სურათი ავიახაზებისთვის ფულის გამომუშავებას შეუძლებელს ხდის. საერთაშორისო საჰაერო გადაადგილების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდ დე ჟუნიაკის თქმით, ავიაკომპანიებს ბილეთების გაძვირება მოუწევთ.


„ამ პირობებში  არ არსებობს ავიაკომპანია რომელიც შეძლებს იფრინოს და თან მოგება მიიღოს ბიზნესიდან. ორი გამოსავალია - ან არ უნდა ვიფრინოთ, ან უნდა გავზარდოთ ბილეთების ფასები  50-დან და 100 პროცენტამდე. ეს არის ბიუჯეტური მოგზაურობის დასასრული ყველასთვის.“ - ამბობს დე ჟუნიაკი.



Jetblue, Air Canada, Korean და Lufthansa-ს ავია გადაადგილებისას ნიღბების გამოყენება აუცილებელი ხდება მთელი ფრენის მანძილზე.  Emirates-ი კი ტვირთის რაოდენობას მხოლოდ აუცილებელ ნივთებამდე დაიყვანს. ბორტებიდან ამოღებულია ჟურნალებიც კი ვირუსის გავრცელების რისკის გამო.


ასევე, უნდა ველოდოთ ბორტზე ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც სრული ეკიპირებით მოემსახურებიან მგზავრებს, ეს ფრენის ყოველდღიურობა გახდება. Qatar Airways-ში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრებისთვის თერმული სკრინინგი ხორციელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად Expedia-ს ხელმძღვანელი ბარი დილერი მიიჩნევს, რომ ფრენა და სოციალური დისტანცირება ერთად, გამორიცხულია.


„იდეა, რომ შეიძლება თვირთმფრინავიდან შუა ადგილები გამოაცარიელონ და ხალხს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდო, სრული აბსურდია. სოციალური იზოლაცია ასეთ პირობებში ნამდვილი მითია.“ - ამბობს ბარი დილერი


მგზავრებს შორის ბარიერის ფუნქციას დასაჯდომი ადგილების სპეციალური ფარებით გამოყოფა შეასრულებს. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ავიაინდუსტრიის ადგენა ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც აქამდე იყო.- ნათქვამია რეპორტაჟში.

 

CNN.com

მოამზადა მარიამ მორგოშიამ





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up