დაბა კაზრეთში კომპანია “არემჯის”  მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში კომპანია “არემჯის” მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

access_time2018-05-10 16:51:50

დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ დახმარებით რაგბის მოედნის მშენებლობა  მიმდინარეობს. ახალი სტადიონისთვის ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, ხოლო  მიწის სამუშაოებს ადგილზე კომპანია „არემჯი“ ახორციელებს. ადგილზე კომპანიის ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.


კაზრეთის რაგბის გუნდ ,,ყოჩებს ‘’ უკვე მე-3 წელია, რაც კომპანია „არემჯი“ აფინანსებს. ამ დრომდე 50-მდე პატარა სპორტსმენს ყოველდღიური ვარჯიში კაზრეთის მინი ფეხბურთის სტადიონზე უწევდათ.  მალე ნორჩი „ყოჩები“  კომპანიის დახმარებით აშენებულ  ახალ სტადიონზე გადაინაცვლებენ და სრულყოფილი ვარჯიშების გამართვას შეძლებენ.



 „ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით, დაბა კაზრეთში  რაგბის სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.  არნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. ნმიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ „არემჯი“ დაბაში ყოველთვიურად აფინანსებს ათობით სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო წრეებს, რომლებზეც ბავშვები სტულიად უსასყიდლოდ დადიან. მოხარული ვარ, რომ რამდენიმე თვეში დაბა კაზრეთის და მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდობა ახალი ტანამედროვე ტიპის და სტანდარტების სტადიონით ისარგებლებს.“ - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.




(R)

 

 

 




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up