დაბა გომისმთაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე-საკადასტრო სამუშაოები დაიწყო

დაბა გომისმთაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე-საკადასტრო სამუშაოები დაიწყო

access_time2020-08-17 20:00:01

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში საკადასტრო ტექნიკური სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები, მესაკუთრეების ჩართულობით, სრულად აზომავენ მიწის ნაკვეთებს და საკუთრებაში დაარეგისტრირებენ მათ.საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე, მონაცემები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგისტრატორები ადგილზე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდნენ, სარეგისტრაციო დოკუმენტებს იბარებდნენ და საკადასტრო აზომვის ჩასატარებლად მისაღებ დროზე უთანხმდებოდნენ.



დაბა გომისმთა ერთ-ერთია იმ შვიდი მაღალმთიანი დასახლებიდან, რომელიც იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N 562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად შეირჩა. აღნიშნულ დასახლებებში მიწის სისტემური სისტემური რეგისტრაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება:



ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები
ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.




ამ ეტაპზე საველე-საკადასტრო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მთლიანობაში 1300–ზე მეტი მიწის ნაკვეთი იქნა აზომილი.



მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალების გარდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ეტაპობრივად ყველა იმ ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში.მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
გომისმთა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up