დაახლოებით 2 თვეში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი საპენსიო რეფორმაზე

დაახლოებით 2 თვეში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი საპენსიო რეფორმაზე

access_time2019-03-08 19:30:30

“ვფიქრობთ, დაახლოებით 2 თვეში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, როგორც წარმოებაში მიღების ისე ნორმების შეჩერებასთან დაკავშირებით”-ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

 

მოქალაქეები, ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე, ასევე ორგანიზაციები – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „თორაძე და პარტნიორები“ დაგროვებითი პენსიის ახალ რეგულაციებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

 

როგორც მარიკაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებში მიღების საკითხის გადაწყვეტის 9-თვიანი ვადა აქვს. მისი განმარტებით, როდესაც შეჩერების შუამდგომლობა არის დაყენებული სასამართლო უფრო მალე ცდილობს, რომ გასცეს პასუხი მხარეებს, შესაბამისად, მათი გათვლებით სასამართლოს პასუხი დაახლოებით 2 თვეში ცნობილი იქნება.


 

“არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოაქვს. პირიქით, უფრო ხანგრძლივ ვადები აქვს წარმოების საკონსტიტუციო სასამართლოს. 9 თვიანი ვადა აქვს წარმოების და წარმოებში მიღების საკითხის გადაწყვეტისთვის. თუმცა, ჩვენ იმედს გვაძლევს ის, რომ სარჩელის შეტანიდან შედარებით უფრო სწრაფად ჩანიშნა სასამართლომ აღნიშნული საქმის პირველი განხილვა და მეორე, ჩვენ ასევე დაყენებული გვაქვს სადაო ნორმების შეჩერების შუამდგომლობა. მსგავს შემთხვევებში სასამართლო უფრო მალე ცდილობს, რომ გადაწყვიტოს და გასცეს პასუხი მხარეებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეჩერების შუამდგომლობაც განვიხილეთ გუშინდელ სხდომაზე და აქაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ის ზიანი, რომელიც ადგება განსაკუთრებით დამსაქმებლის საკუთრებას არის შეუქცევადი, გამოუსწორებელი აშკარად უნდა გახდეს ამ ნორმის შეჩერების საფუძველი”-ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი ედუარდ მარიკაშვილი.

 

წყარო: bm.ge






გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up