დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში  წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა

access_time2021-11-25 15:00:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.



ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარება იყო.



განიხილეს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესი, გაფართოებული ტესტირების შესაძლებლობები და ადამიანური რესურსების გადამზადება.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.




„ჯანდაცვის საკითხების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჩვენ ხალხის სამსახურში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თუ რა გავაკეთეთ. პრეზენტაცია საკმაოდ ვრცელი და საინტერესო იყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში C ჰეპატიტთან მიმართებაში უპრეცედენტო პროგრესი იყო. მადლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას , რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული. საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.



დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პანდემიასთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა. მადლობა ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებიან.



ყველაზე წარმატებული რეფორმა უსაფრთხო სისხლი იქნება, რომელიც საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და 2025 წლისთვის ჩვენ ახალი მოდელი გვექნება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.



COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.



ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნისა და დროული რეაგირების გზით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up