ამირან გამყრელიძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს,- ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა განუცხადა.
ცენტრში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.
გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის მინისტრსა და ამირან გამყრელიძის შორის არსებული დაპირისპირებაა, რასაც ცენტრში ასევე უარყოფენ.
1tv.ge