დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტი დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 8 ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტი დაასახელა

access_time2017-08-29 12:14:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებაში ჯანსაღი კვების წესის დასამკვიდრებლად სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ იმ კატეგორიის საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რაც სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს.

 

ყველაზე საზიანო საკვები პროდუქტების ჩამონათვალი შემდეგნაირია: 

 

1. ტკბილი გაზიანი სასმელი: გაზიანი სასმელის დალევა იგივეა, რაც თხევადი ტკბილეულის მიღება. გაზიანი სასმელი სისმსუქნის ერთ-ერთი მოწინავე გამომწვევი ფაქტორია. რომელიც ასევე ზრდის სიმსივნეების, ჰორმონების დისბალანსის და ნაადრევი დაბერების რისკს. გაზიანი სასმელი არამარტო წონის მატებას უწყობს ხელს, არამედ კარიესსა და კბილების პრობელემსაც იწვევს.

ალტერნატივა: მიირთვით ბლომად წყალი, ჩვეულებრივი უშაქრო გაზიანი სასმელი, ჩაი და ყავა. შეგიძლიათ წყალს ლიმონის ნაჭერიც დაუმატოთ.

 

2. შაქარი და შაქრის შემცვლელი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც შაქრის მაგივრად მის შემცვლელს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ შაქრის შემცვლელებს ნული ან დაბალი კალორია აქვს, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად კარგია ის ჩვენი ორგანიზმისთვის. ბოლო წლების გამავლობაში მკვლევარები საკმაოდ ბევრს კამათობენ ამ საკითზე. 
ალტერნატივა: დღიურად შეამცირეთ შაქრის მოხმარება. საბოლოო ჯამში, თქვენი ორგანიზმი ამას შეეჩვევა და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

 

3. “თარო-გამძლე” სუნელებ-სანელებლები: ადამიანები ხშირად იყენებენ პაკეტებში მოთავსებულ კეტჩუპს, მაიონეზს, მდოგვს და სხვა მსგავს პროდუქტებს. ამ პროდუქტების მაცივრის გარეშე გამძლეობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ დამატებული აქვთ საკვების საღებავი, ხელოვნური დამატკბობლები, მარილი, მავნე ცხიმები და ქიმიური საშუალებები.

 


4. გადამუშავებული ხორცი: სოსისი, ბეკონი, ლორი - მკვეთრად ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტისა და სიმსივნეების რისკს.

 

5. ცომეული: ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება თქვენს ორგანიზმს შეემთხვეს. ნებისმიერი სახის ცომეული მაღალკალორიულობის გამო მნიშვნელოვნად ვნებს ჯანმრთელობას.

 

6. მარგარინი: ნაჯერი ცხიმები, (გვხვდება ცხიმში შემწვარ პროდუქტებში) - ორგანიზამში ზრდის “ცუდი” ქოლესტერინის დონეს, რაც მომავალში მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს.

 

ალტერნატივა: გამოიყენეთ ჯანსაღი კარაქი.

 

7. ყველაფერი რაც ზედმეტად შემწვარია: მაგალითად ე.წ. კარტოფილი ფრი. ეს პროდუქტი არამარტო აქსუქებს, არამედ მაღალ ტემპერატურაზე შეწვის გამი იგი შეიძლება ტოქსიურ ქიმიური ნივთიერებებს შეიცავდეს.

 

8. პიცა და სწრაფი კვების პროდუქტები: ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტია. იგი მაღალკალორიულ საკვებთა ჩამონათვალს მიეკუთვნება, ვინაიდან გადამუშავებული ხორცით მზადდება. ცომი კი რაფინირებული თეთრი ფქვილით მზადდება. 

 

ალტერნატივა: მოამზადეთ პიცა სახლში, ჯანსაღი პროდუქტებით თუ მეტად არა, არანაკლებ გემრიელი იქნება.

 

საზოგადოებაში ჯანსაღი კვების წესის დასამკვიდრებად და ამ მიმართულებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი „არტინფო საქართველოსთან“ ერთად სპეციალურ კამპანიას ატარებს. კამპანიის ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, ყურადღებით გაეცნონ მავნე და არაჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ.

 

 

imedinews.ge



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up