დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანერგვა

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანერგვა

access_time2022-01-24 18:55:32

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში  პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.     



ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის რიგ უპირატესობებზე საუბრობს, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხსა და უწყვეტობაზე აისახება.



ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა მოგვცემს შესაძლებლობას ერთდროულად იქნეს აღებული ყველა ანათვალი და დასრულდება ის ქაოსი, რაც მრიცხველის წაკითხვის ახალი სისტემის ამოქმედებამდე გვქონდა აღრიცხვაში - ზოგ უბანში 5 რიცხვში ხდებოდ აღრიცხვა, ზოგან 15-ში და ასე შემდეგ. ეს პრობლემა მოგვარდება და ზუსტად 30 კალენდარულ დღეში იქნება მონაცემები გადაგზავნილი ავტომატურ რეჟიმში“, - განმარტავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.




მისივე თქმით, კიდევ ერთი უპირატესობა აღრიცხვის ახალი სისტემისა არის ის, რომ თუ დღეს გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის ოპერატორები მიდიან ადგილზე, ხსნიან მრიცხველების ყუთების ბოქლომებს, გათიშავენ მრიცხველებს და აბონენტის მიერ გადასახადის გადახდის შემდეგ კვლავ იგივე საქმის კეთება უწევთ ჩასართავად, ამდენი დროისა და რესურსის ხარჯვა აღარ იქნება საჭირო.



„ მრიცხველების წაკითხვის ახალი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ  ხელი შეეწყოს „ჭკვიანი მრიცხველების“ მასობრივ დამონტაჟებასა და მრიცხველის  დისტანციურად, ოპერატიულად მართვას.   როგორც კი გადახდა დაფიქსირდება, როგორც ეს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვისების შემთხვევაშია, დაუყოვნებლივ მოხდება ელექტრომომარაგების აღდგენა“, - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.

 


როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის სექტორი მუდმივად ვითარდება, დღემდე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ის, რომ მოქალაქეთა ნაწილისთვის გაუგებარია რატომ უნდა გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.  ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ  წლების განმავლობაში კომუნალური გადასახადების გადახდის მიმართულებით მოსახლეობის ქცევა არ შეცვლილა.



ყველას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, არის ხალხი, რომლებიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებშიც კი პატიოსნად იხდიდნენ გადასახადს. ვინაიდან ადმინისტრირება არის საკმაოდ გაძლიერებული - „თუ არ გადავიხდი, გამითიშავენ“ - ამდენად თბილისში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, ეს პროცესიენერგო-პრო ჯორჯიაშიცმეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა ვერაფერს გეტყვით სვანეთისა და აფხაზეთის შემთხვევაში“, - განმარტავს ენერგეტიკოსი.


(R)

თეგები:
კომუნალური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up