სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია – დაასრულე კომENDანტი! – დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობა თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყეს და ერთმანეთს პარლამენტის შენობის წინ შეუერთდნენ.
მონაწილეები 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ. ორგანიზატორების ცნობით, საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ.
დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისის პარალელურად აქციები იმართება ბათუმსა და ქუთაისშიც.
"ვაპროტესტებთ კომენდანტის საათის არსებობას და ვითხოვთ იმ ჯარიმების გაუქმებას, რომელიც გამოწერეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.
მუსიკალური აქციაა, სხვადასხვა ჯგუფი გამოდის, უკრავენ, არანაირი მიკროფონები, ტრიბუნები და ჯოს-ჯოს ყვირილი არ იქნება". – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.
ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბერს დაწესდა.
Tabula.ge