დააგროვეთ  უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის  საერთაშორისო  საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

დააგროვეთ უნიქარდის ქულები ფეიუნიქარდის საერთაშორისო საგადახდო ბარათებით შეზღუდვების გარეშე

access_time2020-10-20 10:20:41

ფეიუნიქარდი საქართველოში პირველი  ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც უნიქარდთან ერთად ელექტრონულ საფულესთან  დაკავშირებულ   Unicard Visa და  Unicard Mastercard  ბარათებს გთავაზობთ.


ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნანა ქებურიას ვესაუბრეთ.


როდიდან შეძლებენ მომხმარებლები საერთაშორისო ბარათებით სარგებლობას?


1 ოქტომბრიდან ჩვენი წინასწარი გადახდის საერთაშორისო  ბარათები უკვე ხელმისაწვდომია   ნებისმიერი მსურველისთვის, უნიქულები კი საზღვრების გარეშე  გროვდება ყველგან, სადაც ფეიუნიქარდის ბარათით გადახდისას Visa და Mastercard ნიშანი დაგხვდებათ.



2019 წელს ფეიუნიქარდი და მისი მეგობარი  კომპანია უნიქარდი Visa International-ის სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. Visa International პარტნიორული შეთანხმებისა და სტარტაპი კომპანიების მხარდაჭერის  ფარგლებში, ფეიუნიქარდსა და უნიქარდს საშუალება ეძლევათ ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით     მნიშვნელოვანი წილი შეიტანონ ქართული ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, უნიკალური და  ხელმისაწვდომი საგადახდო პროდუქტები შესთავაზონ ერთგულ მომხმარებლებს.


რას მიიღებს უნიქარდისა და ფეიუნიქარდის წინასწარი გადახდის ერთობლივი ბარათის მომხმარებელი?


  • მარტივად გააერთიანებს და მართავს  საგადახდო და დაგროვების ბარათებს, ფინანსებს და დაგროვებულ ჯილდოებს  ერთ ელექტრონულ სივრცეში;
  • ელექტრონული ფულის გამოყენებით, აწარმოებს სარგებლიან ფინანსური ოპერაციებს;
  • დააგროვებს მეტ უნიქულას  არა მხოლოდ უნიქარდის პარტნიორებთან, არამედ ნებისმიერ ობიექტში, სადაც  ფეიუნიქარდის Visa ან Mastercard ბარათით გადახდაა შესაძლებელი;
  • გადაიხდის თანხას ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში,  მათ შორის ონლაინ;
  • დააკონვერტირებს ელექტრონულ ფულს სპეციალური კურსით;
  • გადაიხდის კომუნალურ გადასახადებს შეღავათიანი ტარიფებით;
  •    გაანაღდებს თანხებს მსოფლიოს მასშტაბით  Visa/Mastercard პარტნიორი ბანკების ქსელში ;
  • ფინანსური ოპერაციისთვის მიიღებს ჯილდოს და  მუდმივ სპეციალურ შეთავაზებებს უნიქარდისა და მისი პარტნიორებისგან.


ხომ არ იგეგმება  რაიმე აქცია ახალი პროდუქტების გაშვებასთან ერთად?


2020 წლის 1 ოქტომბრიდან, გასაცნობი  აქციის ფარგლებში   ფეიუნიქარდის და უნიქარდის  ერთგული მომხმარებელებს საშუალება აქვთ:

  • ონლაინ შეუკვეთონ და  უფასოდ  მიიღონ პირველი უნიქარდი/ფეიუნიქარდის  ქობრენდ საგადახდო ბარათი;
  • პირველი 10 ლარის ჩარიცხვაზე  საჩუქრად მიიღონ 50 უნიქულა; 
  •  დააგროვონ მინიმუმ 1 ქულა ყოველ 10 ლარიან გადახდაზე ბარათით ნებისმიერ ობიექტში, ხოლო უნიქარდის პარტნიორებთან, ასევე, დამატებით დააგროვონ   უნიქულები ბარათზე დატანილი ბარკოდით;
  • უფასოდ გადაიხადონ  კომუნალური გადასახადები -  www.paynicard.ge -ზე;
  • www.unicard.ge-ზე უნიქულებით გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, სადაც  10 ქულა = 1 ლარს.


 მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www. payunicard.ge და დაელოდეთ ჩვენს შემდგომ შეთავაზებებს!  


R



თეგები:
უნიქარდი



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up