დააჯარიმეს კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს

დააჯარიმეს კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს

access_time2021-01-19 18:45:08

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ხარვეზებს 19 იანვრიდან კომპანია „ბაგინეთი +“ გამოასწორებს.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის გადახურვაზე მომუშავე კომპანიები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და „იკორთა 2007“ 12 000 – 12 000 ლარით დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.


18 იანვარს ტაძრის დასავლეთ მკლავზე ქარის შედეგად დროებითი, თუნუქის გადახურვა დაზიანდა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყეს და მასში ჩართული არიან კლუბ „თეთნულდის“ ალპინისტები.



გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები. ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ცვივა.


2020 წლის გაზაფხულზე მონასტრის მთავარ ტაძარზე დროებითი სახურავის მოწყობა გადაწყდა, პროცესი დეკემბერში დასრულდა და ტაძრის მკლავები თუნუქით გადახურეს.


რადიო თავისუფლება

თეგები:
გელათი



სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...


მსგავსი სიახლეები

up