Dé Aure – საქართველოს თემაზე შექმნილი აქსესუარები თათია თოდუასგან

Dé Aure – საქართველოს თემაზე შექმნილი აქსესუარები თათია თოდუასგან

access_time2019-08-10 17:00:09

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა აქსესუარი. ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ბრენდმა Dé Aure, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. მისი დამფუძნებელია თათია თოდუა, რომელმაც სულ ახლახანს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის მიმართულებით. პარალელურად სწავლობს იტალიურს და სწავლის გაგძელებას სწორედ, იტალიაში გეეგმავს.


ზუსტად ვერ იხსენებს პირველად როდის დაიწყო ხელნაკეთი ნივთების შექმნა, მაგრამ 3 წლის წინ დაარსა Dé Aure და უფრო სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს.


HR hub: Dé Aure რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?


ამ სახელის შერჩევაში მეგობრები დამეხმარნენ. Dé Aure ლათუნურად ნიშნავს, რაღაცას რაც ყურთან არის კავშირში. ეს იმიტომ, რომ პირველად საყურეებით დავიწყე, მაგრამ ახლა როცა საყურეების გარდა კიდევ არაერთ აქსესუარს ვქმნი, ბრენდის სახელი იგივე დარჩა.


HR hub: მხოლოდ თქვენ ამზადებთ ნივთებს თუ სხვა ადამიანებიც არიან ჩართულები?


ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე და როცა პოსტების ატვირთვისას საკუთარ თავზე მრავლობითში ვწერ, ცოტა მეცინება, ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“ მთავარი გმირი მახსენდება, რომელიც ჩემსავით ჟურნალისტია და ასევე ჩემსავით ცდილობს დამალოს, რომ მთელი თავისი „დეპარტამენტი“ მხოლოდ მისით შემოიფარგლება.




HR hub: რა პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?


თავიდან საყურეებით დავიწყე მაგრამ მოგვაინებით დავამატე გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები, ჩანთები, თმის სამაგრები… მომავალაში ეს ჩამონათვალი კიდევ გაგრძელდება. ასევე ბრენდის ლოგო და შეფუთვებიც ჩემი დამზადებულია ანუ აბსოლუტურად ხელნაკეთ ნივთებს ვთავაზობ მომხმარებლებს.



HR hub: აქტიურად დაიწყეთ საქართველოს თემატიკის გამოყენება თქვენს აქსესუარებში. იყო თუ არა თქვენი ინსპირაცია ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენები?


კი, რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა. მართალია, მანამდეც მქონდა რამდენიმე ამ თემატიკაზე, თუმცა მიმდინარე მოვლენები „შთაგონების“ წყარო იყო. მათგან ზოგიერთზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაფორმებულია განსხვავებული დეტალებით, ეს იმიტომ რომ ძალიან ხშირად, უცხოელები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიკავშირდებიან და ვფიქრობ, იმისთვის რომ ყველასთვის თვალსაჩინო იყოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს კარგი საშუალებაა. აქვე დავამატებ, რომ მე განსაკუთრებით ისინი, მომწონს, რომლებზეც საქართველო ერთიანია, ყველანაირი გამოყოფილი ადგილების გარეშე.




HR hub: სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა?


მათი შეძენა ონლაინ, Facebook და Instagram გვერდებზეა შესაძლებელი.


HR hub: გეგმავთ თუ არა ახალი მიმართულების დამატებას?



კი, უამრავი ახალი იდეა მაქვს, რომელსაც ეტაპობრივად დავამატებ Dé Aure -ეს და მომხმარებლებსაც ჩემი გვერდიდან შევატყობინებ მათ შესახებ.





hrhub.ge







forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up