ცხვრის ექსპორტი გაორმაგდა - გაძვირდება თუ არა ხორცი ადგილობრივ ბაზარზე

ცხვრის ექსპორტი გაორმაგდა - გაძვირდება თუ არა ხორცი ადგილობრივ ბაზარზე

access_time2020-02-23 13:48:22

ერთ წელიწადში წვრილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტი 131,9 %-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს 155 200 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წელს კი - 66 917 ერთეულის.

 

 

ამასთან, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ: საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, ქუვეითი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი.

 

 

რა არის გაორმაგებული ექსპორტის მიზეზი და ამასთან, თუ მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდა, აისახება თუ არა ეს ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ხორცის ფასზე.

 

 


როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ამბობს, ამის მიზეზია ის, რომ 2018 წელს უფრო მეტად ცხვრის ხორცი გადიოდა, 2019 წელს კი ცოცხალი საქონელი.

 

 

„ბოლო პერიოდში შემცირდა ხორცის ექსპორტი. 2018 წელს ძირითადად გადიოდა ხორცად, 2019 კი - ცოცხალი. ამის მიზეზია ის, რომ არაბებმა უფრო მეტი ფასი გადაიხადეს იმ პერიოდში, ვიდრე ირანელებმა. ჩვენთან ცოცხალზე უფრო მეტად არაბული ქვეყნებიდან არის მოთხოვნა, კერძოდ, დუბაიდან, ბაჰრეინიდან, ყატარიდან და ა.შ. რამადანის დღესასწაულის პერიოდში, გაჰყავთ და იქ ადგილზე კლავენ. თორემ, ირანელები ნებისმიერ დროს კლავენ და ხორცის სახით მიაქვთ“,-ამბობს ბექა გონაშვილი.

 

 

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში წვრილფეხა საქონლის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, ადგილობრივ ბაზარზე გამოიწვევს თუ არა ეს ხორცის ფასის გაზრდას, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, კი.

 

 

„სიმართლე გითხრათ, ქართული ცხვრის ხორცი ამაზე მეტად როგორღა უნდა გაძვირდეს, არ ვიცი. თუმცა, რაც უფრო შემცირდება ადგილობრივ ბაზარზე ცოცხალი წვრილფეხა საქონლის რაოდნეობა, მით უფრო მოიმატებს ღირებულებაც“,- ამბობს ბექა გონაშვილი.

 

 

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up