ცხრა თვეში საქართველოდან 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

ცხრა თვეში საქართველოდან 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

access_time2019-10-08 11:30:09

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.


მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია.


ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 60% (533 206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 40% (93 067 ბოთლი), პოლონეთი – 18% (2 905 372 ბოთლი) და ჩინეთი – 11% (5 334 939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 52% (503 832 ბოთლი), გერმანია – 36% (476 145 ბოთლი), ბელარუსი – 35% (1 606 565 ბოთლი), ისრაელი – 88% (218 921 ბოთლი), ესტონეთი – 19% (499 736 ბოთლი), რუსეთი – 11% (41 112 235 ბოთლი), მოლდოვა – 5717% (411 812 ბოთლი), ნიდერლანდები – 21% (73 078 ბოთლი), ჩეხეთი 102% – (62 700 ბოთლი), შვედეთი – 397% (55 506 ბოთლი), ბულგარეთი – 51% (24 228 ბოთლი), ავსტრალია – 15% (19 636 ბოთლი), კანადა – 2% (121 650 ბოთლი), მონღოლეთი – 13% (184 212 ბოთლი) და ა.შ.


საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი).



9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.


გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.


გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.


საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.







ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up