ცხრა თვეში “დანკინ დონატსის” გაყიდვები 51%-ით გაიზარდა

ცხრა თვეში “დანკინ დონატსის” გაყიდვები 51%-ით გაიზარდა

access_time2018-10-11 14:00:00

2017 წლის ცხრა თვის მონაცემთან შედარებით 2018 წლის ცხრა თვეში “დანკინ დონატსის” გაყიდვები 51%ით გაიზარდა. ამ შედეგის ნაწილი ახალი რესტორნების გახსნიდან გამომდინარეობს, ხოლო უმეტესი წილი კი ბუნებრივ ზრდაზე მოდის, - ამის შესახებ “კომერსანტს” საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის “დანკის დონატსის” გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.


კომპანია წლის ბოლომდე კიდევ სამი რესტორნის გახსნას გეგმავს, რომელშიც ჯამში დაახლოებით სამასი ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ორი ბათუმში, იქნება წარმოდგენილი, ხოლო ერთი თბილისში.



“თბილისში რამდენიმე ლოკაციას განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ერთი თვის განმავლობაში მივიღებთ, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.



რაც შეეხება 2019 წელს საქართველოში “დანკინ დონატსი” 6-დან 8 ახალ რესტორნამდე გახსნას აპირებს, მასში ჯამში დაახლოებით შვიდასი ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 2019 წლის ბოლოს დანკინ’ დონატსი 30 რესტორნით იქნება ბაზარზე წარმოდგენილი.




“2019 წელს ავითვისებთ როგორც თბილისს ასევე რეგიონებს.“,- აღნიშნა მშვილდაძემ.



კომპნიის გენერალური დირექტორი “კომერსანტთან” “დანკინ დონატსის” კონკურენციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიის ყველაზე დიდი პლუსი ხარისხიანი ყავის მრავალფეროვანი არჩევანი და ლოიალური საფასო პოლიტიკაა.



საუბრის ბოლოს კი გიორგი მშვილდაძემ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო შეაფასა. “აქტიურები და ინოვაციურები უნდა ვიყოთ. ამაში ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო ხელს გვიწყობს.”



ავტორი: ლიკა გურაბანიძე






"კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ" - სადაზღვევო კომპანიები ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

access_time2018-12-11 20:00:20
სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. „სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო...

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა
access_time2018-12-11 20:30:00
საქართველოს უმდიდრესი ადამიანის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 180 მლნ. დოლარით შემცირდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ივანიშვილი Bloomberg-ის პერიოდულ რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა. 2018 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონება 5,8 მლრდ. დოლარს შეადგენდა და მას 295-ე ადგილი ეკავა. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს - 5,9 მლრდ. დოლარს 2018 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო...

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით
access_time2018-12-11 18:40:00
არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კორუფციული გარიგებების ეპიცენტრში სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა როგორც ბიზნესის, ისევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ხშირია საუბრები ტენდერებსა და პირდაპირი მიყიდვით გზით შესყიდვებში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რადგან საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილ ფულად სახსრებსა და მის რაციონალურ ხარჯვას ეხება. 2015 წელს პირდაპირი...

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში
access_time2018-12-11 18:00:16
დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ საქართველოს მაშტაბით, 120 000-მდე კვადრატული მეტრის მშენებლობა განახორციელა, ამჟამად კი,თბილისის ცენტრალურ უბნებში 3 მიმდინარე პროექტს ახორციელებს. ამ მოკლე პერიოდში,„ სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა  სანდო და ხარისხიან კომპანიად. ის განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო-ტექნოლოგიური, ასევე პროექტების ზრდის...


მსგავსი სიახლეები

up