„ცხოვრების დონე და ფასების სტაბილურობა, რომელიც პირდაპირი ვალია ეროვნული ბანკის, ჩვენს ქვეყანაში არასოდესაა დაცული“, - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.მისივე თქმით, ეროვნული ბანკი უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს სტატისტიკას, ბუღალტერიას, რომ თავისი მაჩვენებლები მაქსიმალურად მორგებული ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტებს.
„გამომდინარე იქედან, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სტატისტიკას და ასე ვთქვათ ბუღალტერიას, რომ თავისი მაჩვენებლები მაქსიმალურად მორგებული ჰქონდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც ისინი იძახიან, რეზერვებთან მიმართებაში მათ აქვთ გარკვეული წარმატებები. ასევე, ის ვალდებულებები, რაც მათ გააჩნიათ სხვადასხვა ე.წ. მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ თავისუფალი და მცურავი კურსი ჰქონდეთ შენარჩუნებული.
მთავარი მათი გამოწვევა და კონსტიტუციაშიც წერია, არის ფასების სტაბილურობა. როგორც ისინი იშველიებენ არგუმენტს, მათ ეს აქვთ გრძელვადიან პერსპექტივაში აღებული. იმ კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ეს სწრაფი რყევები, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში თუ სპეკულაციური მომენტი არ არის და კონკრეტულად ამას გარკვეულწილად ბანკები არ ეხმარებიან ვალუტის წინ და უკან სირბილს, არანაირი ეკონომიკური საფუძვლები არ აქვს ხშირ შემთხვევაში. როგორც კი მათ ეკითხები, იმ წუთში გპასუხობენ, პოზიტიური მოლოდინები, ნეგატიური მოლოდინები, შემდგომ გარე ფაქტორებზე აპელირებენ.
სამწუხაროდ, როდესაც ყველაფერი ლაგდება და წესრიგდება, ასეთ დროს არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას. ვხედავთ, რომ მიშვებული ჰყავთ ბოლომდე, სანამ ყველაფერი თავისით არ დასტაბილურდება ესენი არ ერევიან და გამართლება აქვთ, რომ მათ აქვთ აღებული მცურავი კურსის პოლიტიკა. თუმცა, ეს მცურავი კურსი იწვევს ფასების ზრდას. მერე, როდესაც თუნდაც ლარი სტაბილურდება, ფასები უკან არ მოდის.
ამის კარგი მაგალითი იყო მათივე ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეალურად 1.4%-ია ყველა სხვა პროდუქტზე წლიური ინფლაცია და რაც შეეხება საკვებს, საწვავს და თამბაქოს და რატომღაც ფარმაციული პროდუქცია გამორჩათ, ამ ნაწილში ჩვენ კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ინფლაციის“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, ეროვნული ბანკი, წლიდან წლამდე, ვერასდროს ასრულებს ინფლაციის თარგეთირებულ მაჩვენებელს და ის ყოველთვის თარგეთირებულ მაჩვენებელზე ზემოთაა.
„ცხოვრების დონე და ფასების სტაბილურობა, რომელიც პირდაპირი ვალია ეროვნული ბანკის, ჩვენს ქვეყანაში არასოდესაა დაცული. წლიდან წლამდე, ვერასოდეს სრულდება ის აღებული ვალდებულება, რომელიც თარგეთირებული ინლფაციის მაჩვენებელია. ყოველთვის თარგეთირებულზე ზემოთ გვაქვს და როდესაც არგუმენტად მოჰყავთ, სხვადასხვა ფაქტორები, ხან აქციზის მომატება, ხან ლარის კურსი, ეს უბრალო მაცხოვრებელს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, არ აინტერესებს. რიგით მოქალაქეს უნდა, რომ სტაბილურ გარემოში იცხოვროვს, სტაბილური ფასების გარემოში და თუნდაც 3%-ს არ უნდა აღემატებას, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხვდეავთ, რომ 7%-იანი, 9%-იანი. 15%-იანი ინფლაციები გვაქვს ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა და როდესაც ეროვნული ბანკი მოდის ამაყად იძახის, რომ მას კარგი მაჩვენებლები აქვს იმიტომ, რომ რეზერვები სათანადოდ აქვს შევსებული, ვფიქრობ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის შეღავათს არ იძლევა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.