“ცხოვრებაში მთავარია იპოვო საკუთარი თავი, გქონდეს შინაგანი ბალანსი და მიზანი, რომლისკენაც დაუღალავად ივლი”

“ცხოვრებაში მთავარია იპოვო საკუთარი თავი, გქონდეს შინაგანი ბალანსი და მიზანი, რომლისკენაც დაუღალავად ივლი”

access_time2016-05-15 10:00:14

ინტერვიუ „თიბისი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან 


სპეციალობით მანქანათმშენებელი ვარ, დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოგვიანებით 2003 წელს გავიარე Executive MBA სამწლიანი კურსი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში


პირველი სამსახური იყო  სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ვიყავი განყოფილების უფროსი (მებარა მეცნიერ-მუშაკი ქალების განყოფილება)


პირველი ხელფასი 100 მანეთი იყო. 


ბიზნესმენისთვის წარმატების მიღწევაში ყველაზე მთავარი იმის რწმენაა, რასაც აკეთებ, ამ საქმის ერთგულება, დიდი სურვილი,სამართლიანობა ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, სწორად არჩეული ადამიანების გუნდი.


საქართველოში ახალგაზრდა ადამიანი რომ  წარმატებული გახდეს, ამის  პირობები არის. ჩვენთან  განვითარების დიდი პოტენციალია, მთავარია სწორად მიღებული განათლება და გულით არჩეული საქმე. 


ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი  მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, არ ითაკილონ არანაირი სამსახური, არასდროს არ მოატყუონ პარტნიორები და ძალიან ბევრი იშრომონ წარმატებისთვის. 


სამსახურში  თავისუფალი რეჟიმი მაქვს და არ მაქვს ერთი ოფისი, თუმცა გვიანობამდე ვმუშაობ.



სამსახურში მისვლისას პირველს რასაც ვაკეთებ, არის თანაგუნდელებთან მისალმება და მოკითხვა. 


კარიერისთვის ყველაფერზე წასვლა მიზანშეწონილად ნამდვილად არ მიმაჩნია. საკუთარ პრინციპებს და ღირებულებებს არასდროს ვღალატობ.


სფერო, სადაც ვერასოდეს ვიმუშავებდი – ამაზე არ მიფიქრია. ალბათ ვერსად ვიმუშავებდი, სადაც უფროსი უნდა მყოლოდა და სხვის ჭკუაზე მევლო. 


გამოკვეთილი საყვარელი ბრენდი არ მაქვს, მაცვია ყველაფერი რაშიც თავს კომფორტულად გვრძნობ.


მიყვარს ძველი მანქანები, ბევრი ძველი მოდელი მომწონს – ბუგატი, იაგუარი. თანამედროვე მანქანებში განსაკუთრებული ფავორიტი ბრენდი არ მაქვს.


3 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ახალგაზრდებს  ვურჩევდი?  - ავტორებს უფრო ვიტყოდი ალბათ:  გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე და ნოდარ დუმბაძე. ალბათ კიდევ ბევრი სხვა, ეს მომაგონდა უცებ.


ჟურნალისტებთან ურთიერთობა მიყვარს თუ არა? ასე ვერ გამოვყოფ, ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს პროფესიის მიუხედავად.


ცხოვრებაში მთავარია  იპოვო საკუთარი თავი და გქონდეს შინაგანი ბალანსი და აუცილებლად გქონდეს მიზანი რომლისკენაც დაუღალავად ივლი.


მოგზაურობა ძალიან  მიყვარს, განსაკუთრებით არატურისტულ ადგილებში.


საყვარელი სპორტის სახეობაა ხელბურთი, ხელბურთელი ვიყავი, ნაკრების კაპიტანი.


ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს რაგბის ნაკრებს, რაგბი ჩვენი თამაშია! 


საყვარელი სასმელია კარგი ქართული ღვინო, კარგი კონიაკიც მიყვარს.


საყვარელი კონკრეტული კერძი არ მაქვს, უპრეტენზიო ვარ ამ მხრივ, თუმცა კეთება მიყვარს ხანდახან.




ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up