ცხოვრება ნაღდი ფულისა და საბანკო ფილიალების გარეშე – რა ტენდენციებია მსოფლიოსა და საქართველოში?

ცხოვრება ნაღდი ფულისა და საბანკო ფილიალების გარეშე – რა ტენდენციებია მსოფლიოსა და საქართველოში?

person access_time2016-03-13 18:00:07

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფინანსები იმაზე ძლიერად შეიცვლება, ვიდრე წინა 30 წლის განმავლობაში – განაცხადა უმსხვილესი საგადასახადო სისტემის PayPal–ის გენერალურმა დირექტორმა დენ შულმანმა სესიაზე „ფინანსების ტრანსფორმაცია,“ რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.


მას ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი. მისივე თქმით, უამრავი ადამიანი ბანკებში აღარ დადის, თუმცა ამასთანავე ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს სხვა არხებისა და აპლიკაციების გამოყენებით, რომლებიც ოპერაციონისტების მონაწილეობას არ საჭიროებს. „ეს, რა თქმა უნდა, შეარყევს ბევრი ტრადიციული ბანკის ბიზნესს,“ –  განაცხადა ლაგარდმა.


კომპანიები იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა შეამცირონ ხარჯები და რისკების მართვა სრულყონ. The Economist–ის ინფორმაციით, ინვესტირებამ ამ დარგში, რომელმაც ფინტექის სახელწოდება მიიღო,  2014 წელს 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით გაოთხმაგებული მაჩვენებელია.


ათ წელიწადში ნაღდი ფული არსებობას შეწყვეტს – ისინი საშინლად არაეფექტური და ძვირია და თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ჩრდილოვან ეკონომიკაში – ამის შესახებ Deutsche Bank–ის ხელმძღვანელმა ჯონ კრეინმა განაცხადა, და მას ყველა დაეთანხმა.

 

შულმანის თქმით, მსოფლიოში ფულადი ოპერაციების 85% ჯერ  კიდევ ნაღდი ფულის საშუალებით ხორციელდება. 


„მალე პლანეტის თითოეულ მოქალაქეს ექნება სმარტფონი, რომელიც შეიცავს მთელი საბანკო განყოფილების ფუნქციებს,“– დარწმუნებულია შულმანი. 


როგორი უწყობს ფეხს საქართველო ამ გლობალურ ტენდენციას და შესაძლოა თუ არა, 10 წელიწადში ნაღდი ფული ჩვენთანაც გაქრეს, ბანკების ფილიალებმა კი აზრი დაკარგოს? ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს „კომერსანტთან“ საუბარში სპეციალისტები გამოთქვამენ.


„ადმირალ მარკეტს ჯორჯიას" ხელმძღვანელი დავით წიქარიძე:

 

 ვეთანხმები ამ დამოკიდებულებას. მეტსაც გეტყვით, დღევანდელი ტექნოლოგიები ისე წავიდა წინ, რომ საბანკო სისტემა დღევანდელი სახით უკვე ძალიან მოძველებულია - იგივე SWIFT-ები. ბანკები თვითონ აფერხებენ ამ პროგრესს, თორემ რეალურად ისე მიდის ცხოვრება, რომ ეს აუცილებლად მოხდება. 10 წელში იქნება თუ 12 წელში არ ვიცი, მაგრამ მომავალი ეს არის. ნაღდი ფული ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში აღარ იარსებებს. დღესვე შეუძლია ზოგიერთ ქვეყანას ამის გაკეთება. სკანდინავიის ქვეყნებში დღესაც თითქმის ყველაფერი გადასულია ელექტრონულ მომსახურებაზე. ნაღდი ფული ხალხს ჯიბეში პრაქტიკულად არ აქვს. ეს პროცესი განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს, რაც შეეხება მესამე ქვეყნებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის ამის კულტურა, აქ პროცესი შეფერხდება. ერთ ბანკიდან მეორე ბანკში თანხის გადარიცხვასაც კი 3 დღე სჭირდება. ეს არის სისულელე. რეალურად ამის გაკეთება შეიძლება 10 წუთში დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგრამ არ აკეთებენ ამას ბანკები. საბანკო სფეროს არ უყვარს ინოვაციები, სანამ 15-ჯერ არ შეამოწმებენ, არ ნერგავენ. თან აწყობილი სისტემაა და ამაში საკმაოდ ბევრი ფული კეთდება. რეალურად ფულის გადარიცხვა ძალიან ძვირი ღირს ერთი ქვეყნიდან მეორეში - ამაში ფული კეთდება, ამის დაკარგვა არ უნდათ, რადგანაც ახალი ტექნოლოგიები ამას საკმაოდ ადვილად გააკეთებენ. რეალურად, ნაღდი ფულის ამოღება ხმარებიდან პატარა ნაწილი იქნება დიდი რეფორმის, რომელიც უნდა განხორციელდეს. მე ნაკლებად მჯერა ბიტკოინების, რადგან მის უკან არ დგას არაფერი. ნაღდი ფულის მისით ჩანაცვლება არ მოხდება. კონკრეტული ვალუტის უკან დგას კონკრეტული სახელმწიფო, ბიტკოინის უკან კი არ დგას არაფერი. შეიძლება ერთ დღეს სახელმწიფოები დასხდნენ და მოიფიქრონ საერთო ვალუტა, რომელზეც გადავა მსოფლიო. ალბათ ეს პროცესები აქეთკენ მიდის. 


„ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით სიჭინავა: ანგარიშსწორება რომ ვირტუალურ სივრცეში გადადის, ამას ყველა ვხედავთ, თუნდაც საქართველოში და გასაგებია, რომ უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალია ეს ტენდენცია. კონკრეტულ რიცხვს ვერ ვიტყვი, 10 წელიწადში მოხდება ნაღდი ფულის გაქრობა თუ არა, მაგრამ გასაგებია, რომ ფული გადადის ვირტუალურ სფეროში და ეს ფინანსური სფეროს მოდიფიკაციას და გარკვეულ რყევებს გამოიწვევს. მე ფინანსისტი არ ვარ, ამიტომ კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას. საბანკო სფერომ იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს ცვლილებებს, ამ მიმართულებით ინვესტიცია უნდა ჩადოს დღესვე. თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა ორივემ გააკეთეს ექსპრეს ფეის აპარატები, რადგანაც ასე უფრო მოსახერხებელია. ეს გარკვეულწილად ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომ გამარტივდეს ფინანსური ანგარიშსწორება. ლიბერთი ბანკს აქვს მაგალითად EMoney, რომელიც არის ვირტუალური საფულე. სწორედ ასეთ რამეებში უნდა გააკეთონ ინვესტიცია. ამასთან მათ უნდა გაითვალისწინონ ის გამოცდილება, რომელსაც ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები დააგროვებენ. 10 წელი ცოტა უტრირებულად მეჩვენება, სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ამ დროში მოხდეს ნაღდი ფულის გაქრობა. ჩინეთს, რომელიც მზარდი ბაზარია და ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით, აქვს aliexpress.com, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან აქტიურობს. დიდ და განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცესი შეიძლება მოხდეს 10 წელიწადში, სრულად არ მგონია.



 ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე: 


ტერმინი FinTech წარმოდგენილია „ფინანსებისა“ და „ტექნოლოგიების“ შერწყმით. ცნება გულისხმობს ფინანსური მომსახურების სფეროში, ტექნოლოგიებისა და ბიზნეს მოდელების გამოყენებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  FinTech-ს, როგორც ფინანსურ ტექნოლოგიას აღწერენ, როგორც საფინანსო მომსახურების გადამტვირთველ ტექნოლოგიას.  FinTech-მა გარდაქმნა ფულის მართვის გზები. იგი გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა ფინანსურ აქტივობაზე, საბანკო ანგარიშსწორებიდან დაწყებული კაპიტალის მართვის ჩათვლით. 


ციფრულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია კლასიკურ საბანკო სისტემაზე ზემოქმედება. ბანკებმა მყისიერად დაინახეს ციფრული პროცესების სტრატეგიული სარგებელი და ფასეულობა. 


დღეს, ბანკები იმყოფებიან, ციფრული ინოვაციების ცენტრში. ისინი განიხილავენ ელექტრონული კომერციის ბიზნეს-მოდელებს, მომხმარებელს სთავაზობენ ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას, 


საფინანსო ინდუსტრიამ სწრაფად გაითავისა ტექნოლოგიების სარგებელი და უპირატესობა. აღნიშნული ხდება პლატფორმის ბაზაზე, მონაცემთა ინტენსიური დამუშავების, კაპიტალის მოზიდვის, აქტივების მართვის, კონკურენტული უპირატესობის მოპოვების, მომხმარებლის მოზიდვის, აქტივების ეფექტიანად გამოყენებისათვის. 

FinTech-ის გლობალური ეკოსისტემიდან გამომდინარე, FinTech-ის ინოვაციურობა სისწრაფითა  და ენერგიით გავლენას ახდენს ფინანსური სერვისის ზრდა-განვითარებაზე. 


FinTech წარმოადგენს იმ მძლავრ მიმართულებას, რომლის ძირითადი ბენეფიციარებია მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი ბაზარი მოიცავს დაკრედიტებას, ვაჭრობას, საფინანსო სფეროს ელექტრონულ კომერციას, საფინანსო  სფეროს ონლაინ ვაჭრობას, ამასთან, აღნიშნული მიმართულება, შესაძლოა ტრადიციული ფინანსური პროცესების  ერთგვარი „სასაფლაოც“ კი გახდეს.


ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ ქართული საბანკო სექტორი, ერთ-ერთი მოწინავე სექტორია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ათვისების პროცესში, რაც  გამოიხატება დისტანციური საბანკო მომსახურების არხების განვითარებით, საბანკო ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირებით, მრავალფეროვანო საბანკო პროდუქტების წარდგენით,  უსაფრთხოებითა და  მოქნილობით.

 

ციფრული პროცესების ფონზე, საქართველოს საბანკო სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იქნას: ციფრული არხებით (ონლაინ და მობილური არხები), ახალი პროდუქტებითა და მომსახურებით, სამომხმარებლო სერვისებით, სისტემებითა და პროცესებით, რაც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.

 

დღეისათვის, საქართველოში მოქმედი  შვიდი კომერციული ბანკი ფლობს საერთაშორისო საგადახდო სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას და წარმატებით ემსახურება სავაჭრო და მომსახურების (მათ შორის სახელმწიფო) სფეროებს. მათი ელექტრონული სისტემები მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული Verified by Visa და MasterCard Secure Code ტექნოლოგიების მეშვეობით (სებ).  

 

დომინირებადი საბანკო ორგანიზაციები ახდენენ საქმიანობის ოპტიმიზებას,  მომსახურების კლასიკური მეთოდების ჩანაცვლებას ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტებით. ასევე, მოსახლეობას უქმნიან ხელსაყრელ პირობებს, რომ ისარგებლოს თვითმომსახურების კიოსკით ე.წ. „აპარატებით“, რაც სწრაფად და მოქნილად გადახდების განხორცილების შესაძლებლობას იძლევა.

 

ტრადიციული ფილიალების ტრანსფორმაციის პროცესი შეიძლება განხილული იქნას გერმანიის ბანკის (Deutsche Bank) მაგალითზე. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, Deutsche Bank-მა დაიწყო რეალური ფილიალების ცვლილება ვირტუალურ სისტემებზე. შედეგად, მისი საინვესტიციო გეგმები შეფასდა 1 მლრდ დოლარად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა საზოგადოების ფართომასშტაბიანი კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროცესი, ინტერნეტ-წიგნიერების ამაღლების ღონისძიებები, ინტერნეტ-ბაზრისა და ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები.

 

პროცესი რომელზედაც ვსაუბრობთ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ციფრული ბანკინგი. დასავლეთ ევროპაში, პროგნოზით 2018 წლისათვის, შემოსავლების 50% იქნება ციფრული საბანკო პროდუქტების წილი. ასევე, შეიძლება აღინიშნოს, რომ დღეს, ევროპაში 5-დან 4 კაცი (79%), მობაილ ბანკინგის მოიხმარებელია.

 

სამწუხაროდ. საქართველოს ინტერნეტ-გარემოს განვითარებას საკმაოდ დააგვიანდა. შესაბამისად, ინტერნეტ-ბაზრისა და ელექტრონული კომერციის  „რეალური სურათის“  ასახვა  კი შესაძლებელი იქნება 3 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდება სახელმწიფოს ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროცესი (საუბარია 150 მლნ დოლარზე), შემუშავდება საქართველოს ციფრული პოლიტიკა და სტრატეგია, მოხდება ციფრული გარემოს ნორმატიულ სამართლებრივი სივრცის სრულყოფა, აღარ იქნება IT სპეციალისტების დეფიციტი.

 

ქვეყანაში რთულია გაანალიზო (გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო უწყებები მხოლოდ ფრაგმენტულ კვლევებს ატარებს) ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელები, ინტერნეტ-ბაზრის განვითარების პერსპექტივები, საფინანსო სექტორს ელექტრონული კომერცია, სოციალური ელექტრონული კომერცია თუ FinTech. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე საქართველოს საბანკო სისტემისათვის ჩვენს მიერ განხილული ტენდენციების ფონზე, საქართველოში ნაღდი ფულისა და საბანკო  ფილიალების  ჩანაცვლება ელექტრონული ფულითა და ფილიალებით შეიძლება  განხილული იქნას, როგორც „პარალელური სტრატეგიული მიმართულება“.




„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up