Ekhokavkaza: „ქართული ფარმაცევტული პროდუქცია ცხინვალში სხვადასხვა გზებით შედის“

Ekhokavkaza: „ქართული ფარმაცევტული პროდუქცია ცხინვალში სხვადასხვა გზებით შედის“

access_time2020-02-13 20:00:22

ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხინვალის აფთიაქებიდან ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღეს.ამ მოქმედებებს საფუძვლად დაედო მთავრობის დადგენილება, რომელიც კრძალავს არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველანაირი ქართული პროდუქცის გაყიდვას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.


ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გაახმოვანა. თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მან გასცა ცხინვალის მაღაზიებიდან ქართული ღვინის და მინერალური წყლების ამოღების ბრძანება და განაცხადა - „ჩვენ არ შევუწყობთ ხელს მტრული სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“.


როგორც ამბობენ, ცხინვალში მოსახლეობას ექიმები ხშირად ქართული მედიკამენტების შესყიდვას დაბალი ფასის და მაღალი ხარისხის გამო ურჩევენ. ადგილობრივი ექიმების გათვლებით, ქართულ მედიკამენტებს ადგილობრივი ფარმაცევტული ბაზრის 20%-ი უჭირავს და ამას ვერანაირი აკრძალვა ვერ ცვლის.


ქართული ფარმაცევტული პროდუქცია ცხინვალში სხვადასხვა გზებით შედის. როდესაც ღია იყო ახალგორის რაიონის გამშვები პუნქტი „რაზდაზანი“ - ამ გზით, შემდეგ, როდესაც ეს გადასასვლელი დაიხურა - მედიკამენტების ნაკადი ჩრდილოეთ ოსეთის გავლით წავიდა.შემდეგ გაიხსნა ახალი გამშვები პუნქტი სინაგური, რის შემდეგაც ქართული პრეპარატების ტრაფიკი გაიზარდა, რასაც რეპრესიული ზომების გააქტიურება მოჰყვა.



სხვათაშორის იანვარში შსს თანამშრომლებმა მედიკამენტების გარდა ისევ ამოიღეს ცხინვალის სავაჭრო ქსელებიდან ქართული ღვინო და მინერალური წყლები.მედიკამენტების შემოტანის წინაამღდეგ ბრძოლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საჭმელ-სასმელთან, რადგანაც ისინი იყიდება არა მხოლოდ სავაჭრო წერტილებში, არამდე ხელზე. მაგალითად, ბევრი ცხინვალელი, ვისაც აწუხებს კუჭის დაავადებები, უპირატესობას ანიჭებს ქართულ „ომეზს“, რადგანაც ის რუსულზე იაფია და ამავე დროს საკმაოდ ხარისხიანი.


ცხინვალში საქართველოდან შემოსული ყველა პრეპარატი არაა ადგილობრივი წარმოების. მათ შორის არის ჩვეულებრივი იმპორტული პრეპარატები ქართულ წარწერებით, თუმცა, ისინიც დარტყმის ქვეშ მოხვდნენ.სქემა მუშაობს შემდეგნაირად - ცხინვალელი აფთიაქარი ან დილერი ყიდულობს მედიკამენტებს საქართველოში, შემდეგ, პროდუქცია სამხრეთ ოსეთში ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოაქვს.


ადგილობრივი ექიმები, თავისი გამოცდილებიდან და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, ადგენენ რომელი პრეპარატი არის უფრო ეფექტური და მას პაციენტებს უნიშნავენ.ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დეკლარირებულმა ბრძოლამ შედარებით გაართულა პროდუქციის გადატანის პროცესი. თუმცა, ის მაინც არ შეფერხდა - ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, კორუფცია ჯერ არავის გაუუქმებია.


თანაც, საქართველოდან ცხინვალში სხვადასხვა საქონელი შემოაქვს ბევრ ადგილობრივ მაღალჩინოსანს, მათ კი პრობლემა არასდროს უჩნდებათ.


წყარო: Ekhokavkaza

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up