ცხინვალმა  ახალგორში  ქართული პროდუქციის რამდენიმე სახეობით ვაჭრობა აკრძალა

ცხინვალმა ახალგორში ქართული პროდუქციის რამდენიმე სახეობით ვაჭრობა აკრძალა

access_time2018-10-11 19:00:48


უკვე კვირაზე მეტია, რაც ოკუპირებულ ახალგორში აიკრძალა ვაჭრობა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩატანილი პროდუქციის რამდენიმე სახეობაზე - ძირითადად შეზღუდვები შეეხო თევზს, ხორცს, ხორცპროდუქტებს, ძეხვეულობას, ქათმის ხორცს  და ნახევარფაბრიკატებს.


ამავე დროს ხილ-ბოსტნეულით დატვირთული ტრანსპორტი კვლავ უპრობლემოდ შედის ახალგორში, იმის მიუხედავად, რომ ცხინვალის ხელისუფლებას ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო ისიც აკრძალა.


სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, აკრძალვის ოფიციალური მოტივია პროდუქციის უკანონობა და გაურკვეველი ხარისხი.


„ადგილობრივი ადმინისტრაცია  აცხადებს, რომ ეს პროდუქტები საშიშია მომხმარებლებისთვის  და ამიტომ მათი გაყიდვა დაუშვებელია. ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში, მეწარმეებს მოელით დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა, ამიტომაც მაღაზიები, სადაც იყიდება ქართული პროდუქცია მასობრივად იხურება,“  - ამბობს მეარაყიშვილი.


მოვაჭრეები ვერ მალავენ გაკვირვებას, რადგან, მათი თქმით, პროდუქტებმა გაიარეს საბაჟო კონტროლი, მათ შორის ფიტოსანიტარული, შესაბამისად, არანაირი საფრთხე მომხმარებლებისთვის არ არსებობს.



თუმცა, ცნობილია ისიც, რომ გამშვებ პუნქტ „რაზდახანზე“, საიდანაც ახალგორში შემოდის ტრანსპორტი საქართველოს შიდა ტერიტორიებიდან, მართლაც არსებობს ფიტოსანიტარული კონტროლი,  თუმცა ის არათუ ფორმალურია, არამედ უბრალოდ სიმბოლური. მაგრამ ადგილობრივი მოვაჭრეები თვლიან, რომ ეს არის არა მათი, არამედ თავად გამშვები პუნქტის პრობლემა - შესაბამისად, პროდუქცია გადის იმ კონტროლის სისტემას, რომელიც რეალურად არსებობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში.


ყოფილი ოსი მებაჟის ტიმურ კოკოიტის თქმით, „რაზდახანის“ გამშვები პუნქტის სამართლებრივი სტატუსი თავისებურია.


„ის გაიხსნა იმისთვის, რომ რაიონის მოსახლეობას შეეძლოს საქართველოში ჩასვლა ნათესავებთან. ისინი გადაადგილდებიან საზღვარზე და ჩამოაქვთ საქონელი თითქოს და პირადი მოხმარებისთვის. მოგვიანებით იქ გაიხსნა საბაჟო, თუმცა მაინც არსად არაა ნათქვამი, რომ ნებადართულია კომერციული ტვირთების გადატანა, და საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროდუქცია, რომელიც შემდეგ იყიდება როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში, ფორმდება როგორც პირადი მოხმარებისთვის. 50 კილოს გადატანა კი უფასოა,“ - ამბობს ის.


გამოდის, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიძლება ყველა ქართული პროდუქტის აკრძალვა, რადგანაც ის შემოდის როგორც პირადი მოხმარების საქონელი და, შესაბამისად, წესით, მისი გაყიდვა დაუშვებელია.


ვინ, როდის და რა მიზნით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას - არავინ იცის. ისევე, როგორც გაუგებარია, რატომ აიკრძალა ხორცის გაყიდვა, ხოლო ქართული ხილ-ბოსტნეული დღესაც უპრობლემოდ შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


სხვათა შორის, წესით, ეს საკანონმდებლო პრობლემა  ეხება რუსულ პროდუქციასაც, რომელიც შემოდის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ასევე როგორ პირადი მოხმარების საქონელი, რადგანაც სხვანაირად მისი გაფორმება შეუძლებელია.


გამოდის, რომ სიტუაცია ამ მხრივ, კანონის თვალსაზრისით ერთნაირია, თუმცა პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა მხოლოდ ახალგორში, ხოლო რუსული პროდუქცია ცხინვალში იყიდება ჩვეულ რეჟიმში.


ადგილობრივი მოვაჭრეები ვერ ხვდებიან რატომ ხდება ამ ორი ერთნაირი პრობლემის ასეთი უხეში გაყოფა - მათი ვარაუდით საქმე იმაშია, რომ ახალგორში დაინიშნა სანეპიდსადგურის ახალი უფროსი, რომელიც სავარაუდოდ, შეეცდება დაამყაროს ქართველ მოვაჭრეებთან არაფორმალური ურთიერთობები.


ekhokavkaza.com






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up