ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კორონავირუსის გამო, ყველა ე.წ. დამრღვევი, ვისაც „მესაზღვრეები დააკავებენ, აუცილებლად იქნებიან გადაყვანილი კარანტინში „რესპუბლიკის“ სამედიცინო დაწესებულებაში.
დე ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნული ზომები გატარდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.
„25 მარტიდან ასეთი კატეგორიის ადამიანები, საკარანტინო ღონისძიებების გავლის შემდეგ, მიეცემიან სისხლის სამართალში“, - ნათქვამია ცხინვალის КГБ-ს განცხადებაში.
IPN.GE