ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს ჩანიშნა. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო ლიდერმა 13 მაისს მოაწერა ხელი.
რეფერენდუმზე მოსახლეობას ერთ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი: „მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის გაერთიანებას?“.