„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

access_time2019-09-17 18:00:54


ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან.


რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი იღებენ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობას, აფორმებენ თავიანთ ავტომობილებად, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ და მშვიდად გადაადგილდებიან რუსეთში დროებითი ნებართვის საფუძველზე.


ამ სქემის ერთადერთი მცირე უხერხულობა ისაა, რომ საჭიროა 6 თვეში ერთხელ საზღვრის გადაკვეთა და ისევ დაბრუნება - თუმცა, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ეს არაა სერიოზული პრობლემა.


აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ ოსეთში ყოველდღიურად იზრდებოდა როგორც ავტომობილების რაოდენობა ცხინვალის ნომრებით, ისე ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს უკმაყოფილება დაკარგული შემოსავლების გამო.


როგორც ჩანს, მებაჟეებმა გადაწყვიტეს ამ სიტუაციის მოგვარება და მიიღეს უცხოურნომრებიანი ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალი წესი - ყველა ავტომფლობელი ე.წ. ცხინვალის ნორმებით, რომელსაც გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და რუსული ჩაწერა, გამოცხადდა კანონდამრღვევად - ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გადაადგილებისას მათ უწევთ სპეციალური საბაჟო ტარიფის გადახდა, რომელიც თითქმის უტოლდება განბაჟებას.


სამხრეთ ოსეთის საბაჟოს ყოფილი იურისტის თემურ კოკოიტის თქმით, ეს ქმედებები უკანონოა, რადგანაც ევრაზიული კავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს არა ჩაწერას, არამედ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს - მაგალითად, თუ რუსეთის მოქალაქე მუდმივად ცხოვრობს უცხოეთში, ის აღიარებულია, როგორც უცხოელი.



ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს კამპანიამ ძირითადად დააზარალა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, რომლებიც ჩაწერილები არიან რუსეთში, ძირითადად, ვლადიკავკაზში - მათ მოუწიათ რუსეთიდან ამოწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა - სულ ტყუილად.


გასულ კვირას ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟომ დაადგინა ახალი მიდგომა აღნიშნული კატეგორიის ავტომფლობელებისადმი - რუსეთში უცხოურნომრიანი ავტომობილის ლეგალური შემოყვანა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც თვეში 20 დღე ცხოვრობს „სამხრეთ ოსეთში“.


ეს დაკავშირებულია 1 აგვისტოს ძალაში შესულ რუსულ-ოსურ შეთანხმებასთან, რომელმაც გააუქმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების რუსეთში ყოფნის კონკრეტული ვადები.


„საიმიგრაციო ბარათების გაუქმდა და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ყოფნა უვადოდ. ამიტომ, მებაჟეების უკვე არ აინტერესებთ, რამდენი ხანი აპირებს კონკრეტული ადამიანი რუსეთში გაჩერებას. ისინი ხელმძღვანელობენ თავიანთი მონაცემთა ბაზით. თუმცა ეს მონაცემები შეზღუდულია, მათი მეშვეობით ვერ დაადგენ - დარჩა ადამიანი ვლადიკავკაზში, თუ წავიდა სადმე სხვაგან. დღეს მებაჟეების უყურებენ არა ჩაწერას, არამედ საზღვრის გადაკვეთის წინა შემთხვევებს და ამის საფუძველზე ადგენენ კონკრეტული ავტომობილის შემოშვების ვადებს,“ - ამბობს თემურ კოკოიტი.


ამ წესებმა გამოიწვია ავტომფლობელების დიდი უკმაყოფილება, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები. მათი თქმით, ახალი წესების გამო მათ უწევთ ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.


სახელმწიფოს პასუხი მოკლე და მარტივია - ვლადიკავკაზში ჩატარებული აქციის მონაწილეებთან გამოვიდა ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს უფროსი მარატ კაბეკოვი, რომელმაც განაცხადა - „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში“.


ეს იყო მისი ერთადერთი საჯარო კომენტარია. მან შესთავაზა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიღებაზე ჩაწერა, რამაც გამოიწვია მძღოლთა აღშფოთება.


კებეკოვი შეხვდა მომიტინგეებს და დაპირდა საკითხის უფრო დეტალურ შესწავლას, თუმცა, მისი თქმით, ახალი წესები შესაძლოა მცირედით გადაიხედოს, თუმცა, მთლიანობაში არ გაუქმდება.


მისი თქმით, „დღევანდელი სიტუაცია არის დროებით შემოყვანაზე კონტროლის გამკაცრების შედეგი“.



ekhokavkaza






ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up