„ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა“ - შრომის ინსპექცია სამუშაო საათების სავალდებულო აღრიცხვაზე

„ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა“ - შრომის ინსპექცია სამუშაო საათების სავალდებულო აღრიცხვაზე

access_time2021-03-04 20:00:00

,,ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა“- ასე განმარტა სამუშაო საათების სავალდებულო აღრიცხვის მექანიზმი შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.



ბექა ფერაძე ამბობს, რომ ცვლილებები განპირობებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესით და ის არ არის მხოლოდ ქართული პრაქტიკა.



,,ეს რეგულაცია ახალია და გამომდინარეობს, გასულ წელს, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან. მიზანი არის შრომის კოდექსის უკეთ აღსრულება - დაცული იყოს ბალანსი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი უნდა ხდებოდეს შესაბამისი ანაზღაურება. ცვლილების მიზანი ცალსახაა - ეს არის დასაქმებულების დაცვა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ხშირი იყო შემთხვევები, როცა დასაქმებულთა უფლებები ირღვეოდა. ამაზე მეტყევლებს ჩვენი სამსახურის მიერ მიღებული საჩივრების ოდენობა და ასევე, მიმართვიანობა სასამართლოსთვის.



ცვლილება არ არის ჩვენი გამოგონილი ნოვაცია, ის პრეცენდენტულია. ნამდვილად მესმის ახლა ბიზნესის პოზიციის და არგუმენტებს, თუმცა ამ ქვეყნაში არსებობს დასაქმებულთა უფლებები, ეს არის ეროვნული საჭიროება და ამასთან, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც მივყვებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაიდლაინები და დღის წესრიგი, რამაც საბოლოოდ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებამდე უნდა მიგვიყვანოს“, -განაცხადა ფერაძემ.




მისივე თქმით, სანქციების მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე.



„ჩვენ ვეუბნებით კომპანიებს, რომ თავად შეუძლიათ აირჩიონ როგორც პროგრამული, ისე მატერიალური უზრუნველყოფის გზა. ეს განპირობებულია იმით, რომ მხსვილ კომპანიებს აქვთ საშუალება ელექტრონულად მოახდინონ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხვა, ხოლო მცირე კომპანიებს, რომელსაც ამის რესურსი არ აქვთ, შეუძლიათ წერილობით აწარმოონ ტაბელი. სამომავლოდ, თუ ეს არჩევანი აღარ მიეცემა ბიზნეს და სავალდებულო გახდება ყველასათვის ელექტრონული წარმოება, ეს იქნება ისეთივე ანგარიშგების შევსების ფორმა, როგორც ახლა ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი ავსებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფინანსურ ანგარიშებს. სამომავლოდ ეს თუ მოხდა, არ იქნება ზედმეტი ხარჯის წარმომქმნელი ან შემზღუდავი ნორმა, პირიქით.



რაც შეეხება სანქციებს, ამის მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე. შრომის ინსპექციის დისკრეცია იქნება, პირველივე ჯერზე დააჯარიმებს, თუ ჯერ გააფრთხილებს“, - განაცხადა ფერაძემ ,,საქმეში“.



შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან დასაქმებულებს გაუჩნდათ ვალდებულება, დეტალურად აღრიცხონ დასაქმებულთა სამუშაო საათები.




BPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up