ცვლილების განხორციელება შესაძლებელია - თამბაქოსა და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიების ინიციატივა, შექმნან უკეთესი მომავალი

ცვლილების განხორციელება შესაძლებელია - თამბაქოსა და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიების ინიციატივა, შექმნან უკეთესი მომავალი

access_time2021-05-20 15:50:51

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევას თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შედეგად გამოწვეული არაგადამდები დაავადებების პრევენცია წარმოადგენს.



თამბაქოს მოხმარების რისკებთან გამკლავების პროცესში პრაგმატულ მიდგომას ზიანის შემცირების პოლიტიკა წარმოადგენს. თუმცა, ეს სტრატეგია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და კანონმდებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. დისკუსიის საგანს ალტერნატიული პროდუქტების - სნუსისა და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების მოხმარების შესაძლო უპირატესობა წარმოადგენს. ნეგატიურ დამოკიდებულებას კი თამბაქოს ინდუსტრიისადმი უნდობლობა იწვევს.



მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით საგრძნობლად ამცირებს ორგანიზმზე განხორციელებულ ზიანს. კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ მოწევისთვის თავის დანებების მაჩვენებელი 3%-დან 12%-მდე მერყეობს, ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობებით ჩანაცვლების პროცენტული მაჩვენებელი კი საგრძნობლად მაღალია და 75%-80%-ს უტოლდება.



თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში გასახურებელი მოწყობილობის შესაძლო სარგებელს აღიარებენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: FDA და Public Health England, ასევე, პოტენციურ სარგებელს ხედავენ ისეთი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იაპონია და ახალი ზელანდია.



ამ ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ზიანის შემცირების პროცესში საჭიროა საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან მხარდაჭერა და გონივრული, ალტერნატიულ პროდუქტებზე რისკის პროპორციული რეგულაციების დაწესება.



არაერთი კომპანიის მაგალითი მოწმობს, რომ რისკის შემცირების სტრატეგიის, თვითრეგულაციის კამპანიებისა და პროექტების პარალელურად საჭიროა გონივრული რეგულაციების იმპლემენტაცია, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას შეუწყობს ხელს.



კომპანიების ინიციატივა, შექმნან უკეთესი მომავალი

თამბაქოს მსგავსად, არაგადამდებ დაავადებათა გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ალკოჰოლის მოხმარება სახელდება. ყოველწლიურად ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარების შედეგად 3 მილიონი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა გამოთქვეს ინიციატივა, ხელი შეუწყონ მომხმარებელთა შორის ალკოჰოლის სწორი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.




მაგალითად, კოლუმბიაში, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის, Grupo Empresarial Bavaria-ს ინიციატივით, 2021 წელს კომპანიის პროდუქციის 110 მილიონ შეფუთვაზე განთავსდება საინფორმაციო შეტყობინებები ალკოჰოლის პასუხისმგებლობით და სწორად მოხმარების მნიშვნელობის შესახებ.



სასმელების კომპანია Heineken-მა კი გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების გეგმა “2030 Brew a Better World”, რომელიც მიზნად ისახავს, ყოველწლიურად 1 მილიარდ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ალკოჰოლის სწორად და პასუხისმგებლობით მოხმარების შესახებ. კომპანია 2023 წლისთვის გეგმავს, აწარმოოს ორი უალკოჰოლო სასმელი.



თამბაქოსა და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიები კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ



კომპანიების ინიციატივა, შექმნან უკეთესი მომავალი, კლიმატური ცვლილების შეჩერებასაც ითვალისწინებს.



მაგალითად, იაპონიაში ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანია Kirin-მა მთავრობას მიმართა ინიციატივით, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 24%-დან 50%-მდე გაზარდოს. ასევე, კომპანიის მიზანია, 2040 წლისთვის 100%-ით გადავიდეს განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე და 2050 წლისთვის გამონაბოლქვის დონე 0-მდე შეამციროს.



აშშ-ში New Belgium Brewing-მა გარემოს დაცვითი კამპანიის ფარგლებში შექმნა “ცუდი გემოს” მქონე სასმელი - Fat Tire, რომელიც კლიმატური კატასტროფის შედეგად “გადარჩენილი” ინგრედიენტებით არის დამზადებული. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს მომხმარებელთა შორის კლიმატური ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.



Carlsberg-მა კი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა გარემოს დაცვის ორგანიზაცია WWF-სთან, რათა ხელი შეუწყოს წყალმცენარეების რაოდენობის კლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წყალმცენარეები ოკეანის ფსკერის მხოლოდ 0.2%-ს ფარავს, თუმცა ყოველწლიურად გარემოში არსებული ნახშირორჟანგის 10%-ს შეიწოვს. ასევე, კომპანია აპირებს აწარმოოს 100%-ით გადამუშავებადი პლასტმასის ნივთიერება.



კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებს ახორციელებენ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებიც. მაგალითად, Swedish Match გეგმავს, 2030 წლისთვის 41%-ით, 2050 წლისთვის კი 75%-ით შეამციროს სათბურის აირების გამოყოფა. ასევე, ტოქსიკური ნარჩენების რაოდენობა მინიმუმის ზღვარზე შეინარჩუნოს. სნუსის შემქმნელი კომპანია ყოველწლიურად ახდენს კლიმატური ცვლილების რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, რათა დაისახოს ინოვაციური ინიციატივები და განახორციელოს პროგრესი.



კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში თამბაქოს მწარმოებელი კომპანია “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის იდეოლოგია “ნულოვანი ნარჩენის” იდეას ეფუძნება. შესაბამისად, 2050 წლისთვის PMI-ის მიზანია, გახდეს კარბონ-ნეიტრალური, გააუმჯობესოს წარმოებული პროდუქტის გადამუშავების ხარისხი, გაზარდოს მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და რემონტვარგისიანობა. PMI 2025 წლისთვის გეგმავს, ნულოვან ნიშნულამდე შეამციროს თამბაქოს მიწოდების ჯაჭვში არსებული ტყის ჩეხვის საჭიროებაც.



აღნიშნული მაგალითები მოწმობს, რომ კომპანიების ინიციატივა, შექმნან უკეთესი და ჯანსაღი მომავალი ფიქციას არ წარმოადგენს. რაც ნიშნავს იმას, რომ ცვლილების განხორციელება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა მთავრობების მხრიდან გონივრული რეგულაციების მიღება და რისკის პროპორციული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, რაც დადებითად აისახება ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ხელს შეუწყობს საყოველთაო კეთილდღეობის განხორციელებას.


(R)

თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up