„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2021-02-25 10:55:13

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამასთან, აღინიშნა, რომ გარდა გრძელვადიანი ხედვის მომზადებისა, რომელიც ასოციაციის ფორმატში უახლოეს პერიოდში იგეგმება, აუცილებელია იმ ცვლილებების შემუშავებაშიც აქტიური ჩართვა, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს; კერძოდ, აღინიშნა, რომ  უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ შეეხება 520-ე დადგენილებას, რომელიც, კომიტეტის წევრების აზრით, სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქტიური ჩართულობით უნდა განიხილებოდეს. 

 

 

 

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ კომიტეტის მიმდინარეობისას განაცხადა, „საუბარია გრძელვადიანი რეფორმის მოდელზე, რომლზეც უნდა მოხდეს სამედიცინო სექტორში მომუშავე კომპანიებისა და სახელმწიფოს პოზიციების შეჯერება. ჩემი აზრით, აღნიშნული მოდელი უნდა ემყარებოდეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობას, რაც გაცილებით განჭვრეტადს გახდის, როგორც სამედიცინო სექტორზე გამოყოფილ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის თავად ამ ხარჯვის ეფექტიანობასაც.“

 

 


 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტი გეგმავს რეფორმის მოკლევადიანი და  გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას, სადაც ასახული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი და  შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწოდებილი სამედიცინო სერვისების ხარისხიც.

 

 

 

„ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ცვლილებები პირდაპირ აისახება იმ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ სექტორში,  შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ინტერესებისა და ხედვების გათვალისწინება, რაც მნიშვნელოვანია კერძო კომპანიებისთვის, სახელმწიფოსთვის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი ბენეფიციარები არიან“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up