”ცვლილებების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის სტანდარტებია” - დეპუტატ რატი იონათამაშვილის პასუხი გიორგი ბახტურიძეს

”ცვლილებების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის სტანდარტებია” - დეპუტატ რატი იონათამაშვილის პასუხი გიორგი ბახტურიძეს

access_time2017-07-28 10:30:00

„ჩვენ რომ თამბაქოს მწარმოებლებთან რაიმე კომპრომისში ვყოფილიყავით, ასეთ რადიკალურ კანონს არ მივიღებდით“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა „თამბაქოს კონტროლოს ალიანსის“ ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადება ხდება - შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს, გამარტივებული წესით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს, რომელიც 26 ივლისს,  რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

 

ცვლილებების თანახმად, მთავრობას ვალდებულება ექნება, საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა ან/და განლაგების წესი 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ ივლისამდე დაამტკიცოს. შემოთავაზებული ცვლილებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება, ნაცვლად 2018 წლის 1-ლი იანვრისა.

 

როგორც გიორგი ბახტურიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადება გარკვეული პირების ინტერესს უკავშირდება და  რომ მიზეზად ფისკალური შედეგების დასახელება აბსურდია.

 


რატი იონათამიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ მისთვის აღნიშნული ბრალდება სასაცილოა.

 

„მე ამ ბრალდებაზე უბრალოდ, მეცინება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. ასეთი განცხადების მოსმენა ძალიან შეურაცხმყოფელია, მაგრამ არაუშავს. მთავარი არის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვამოძრავებს, როგორც ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების წინაშე. ჩვენ რომ ეს განწყობა არ გვქონდეს და ჩვენ რომ თამბაქოს მწარმოებლებთან რაიმე კომპრომისში ვყოფილიყავით, ცხადია, ასეთ კანონს ვერ მივიღებდით. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში სტადიონებზე თამბაქოს მოწევა ნებარდართულია. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. ასევე, ბევრი სხვა  კომპონენტია, რომელიც რადიკალურად შევაფასეთ და ზოგადად რადიკალური კანონპროექტი შევიმუშავეთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

მისივე თქმით,  ცვლილებების გადავადების მიზეზი ევროკავშირის სტანდარტები და ახალი რეგულაციის ფისკალური გავლენის შეფასებაა.

 

„ევროკავშირის არაერთ ქვეყანას აქვს აღებული სწორება ამ ცვლილების ძალაში მოყვანის 2022 წელზე. ერთი მხრივ, ამ პრინციპებს ავუბით მხარი. მეორე მხრივ, კი ფისკალური ეფექტიც არის გასათვალისწინებელი. ცხადია, ეს არ არის პრიორიტეტული, მაგრამ აუცილებელია, რომ შემოსავლებში ფისკალური ეფექტის საკითხს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. გარწმუნებთ, რომ ეს არის უმთავრესი მიზეზი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კანონპროექტების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე, კახა კუჭავა, სოფო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ნინო წილოსანი, რევაზ არველაძე, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, სულხან მახათაძე, გიორგი თოთლაძე, ისკო დასენი, ივლიანე წულაია.

 

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია
access_time2020-04-05 12:30:58
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის მესამედი კარანტინშია; ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იძულებული გახდა, სოციალური დისტანცირებისათვის სხვადასხვა ზომები მიეღო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ COVID-19 ხშირად აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. „გადადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის...


მსგავსი სიახლეები

up