ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

access_time2019-12-31 19:00:37

2020 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.„ბიზნესპრესნიუსი“ იმ სიახლეებს გთავაზობთ, რომელიც ძალაში ხვალიდან, 1-ლი იანვრიდან შევა.


1-ლი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება


2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.

ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.


სპორტული ავტომობილისთვის აქციზი 100 ლარი იქნება


2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება.საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება.


ცვლილების მიზეზი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.


საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის სპეცტარიფი ამოქმედდება


2020 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი ამოქმედდება. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად - როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.


კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და საოჯახო სასტუმროს მფლობელი უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.



ხვალიდან მოწევა სტადიონზეც აიკრძალება


1-ლი იანვრიდან მოწევა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებშიც აიკრძალება. რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.

მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ქმედებისთვის სანქცია ათასი ლარია, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2 ათას ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იყო თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არა უმეტეს 20%-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არა უმეტეს 50%-ში და ეს დაშვება ძალას დაკარგავს.


პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება


პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).

ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები.

სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება.

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.


მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასური ორმაგდება


2020 წლიდან საზოგადოებრივი მართვის ცენტრი „112“ - ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 40 თეთრს გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირების მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ძალაში მყოფი მთავრობის დადგენილებით, 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.


პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას


2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა.


2020 წლიდან გარკვეული სპირტიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალება


საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს. რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან. წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება. დადგენილებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.


bpn.ge





თეა წულუკიანი - ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

თეა წულუკიანი - ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო
access_time2021-01-21 14:40:00
ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი...

ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ

ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 14:00:39
ქართველი მეთხილეების ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონზე ქვეყანაში ნიგოზზე უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა.   მათი აზრით, ეს არაბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს რამდენიმე რეგიონში ყინვების გამო ამ პროდუქტის მოსავლის ნაწილი განადგურდა, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ფასების არა ვარდნა, არამედ ზრდა.   თუმცა, როგორც ჩანს,  მათი მოლოდინები არ გამართლდა - ფასები ნიგოზზე საქართველოში წინა სეზონთან შედარებით 14%-ით...

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
access_time2021-01-21 12:25:09
პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.   გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.   „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის...

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია
access_time2021-01-21 13:15:53
იმპორტის $1.5 მლრდ-იანი კლების ხარჯზე, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.056 მლრდ-ით $4.663 მლრდ-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან სვაჭრო სალდო კვლავ დეფიციტურია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი. 2015 წელს ექსპორტმა ევრო გაერთიანებაში $645 მლნ შეადგინა, 2020 წელს - $717 მლნ, მაქსიმალურ $819 მლნ-იან მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. იმავე პერიოდში ჩინეთში ექსპორტი $126 მლნ-დან $476 მლნ-მდე გაიზარდა....

პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...


მსგავსი სიახლეები

up