ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ახალი წლიდან ამოქმედდება

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ახალი წლიდან ამოქმედდება

access_time2020-12-31 14:30:20

ხვალიდან, 2021 წლიდან ქვეყანაში სხვადასხვა ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება.


მათ შორის, ძალაში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესდა.


კერძოდ, უკვე 3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ( საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე). ამასთან, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები - უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება. ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.


რაც შეეხება სხვა ცვლილებებსა და რეგულაციებს, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რამდენიმე სიახლეს, რომელიც ქვეყანაში მომავალ 2021 წელს უნდა ამოქმედდეს:


გაზრდილი ტარიფები

2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.


მასწავლებელთა ნაწილს ხელფასიო გაეზრდება

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.



1-ლი იანვრიდან იზრდება პენსიები

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები გაიზრდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.


ხვალიდან მოქალაქეები ქვეყნიდან გამგზავრებამდე შემოწმდებიან

1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე შეამოწმებენ. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით.


ახალი მოთხოვნები კლინიკებისთვის

2021 წლის 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.


რეგულაციები სათამაშოების იმპორტიორებისთვის

მომავალი, 2021 წლიდან დაგეგმილია ახალი რეგულაციის ამოქმედება სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.


2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობ და დარეგულირდება. წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.


შრომის ინსპექციას უფლებამოსილება ეზრდება

2021 წლის 1-ლი იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება. შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. ამასთან, უკვე ხვალიდან შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლება.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up