ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

access_time2020-10-30 20:30:00

Facebook-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი თანამშრომლებს მადლიერების დღესთან დაკავშირებით ერთკვირიან არდადეგებს აძლევს. ამის შესახებ ცუკერბერგმა თანამშრომლებს უკვე მისწერა. როგორც CNBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი იმის დასტურია, რომ ის თანამშრომლებს აჯილდოებს ამ „უპრეცედენტო გამოწვევების“ პერიოდში შესრულებული უდიდესი სამუშაოსთვის.

როგორც თანამშრომლებისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, ცუკერბერგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიაში დასაქმებულებს დამატებით სამ დღეს აძლევს დასვენების საშუალებას.

„ამის მიზანი არის ის, რომ მივცეთ ბევრ ადამიანს დასვენების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, შეძლებთ გათიშვას“ სამუშაო პროცესიდან და დაისვენებთ, და შემდეგ წელიწადს უკვე აღდგენილი ენერგიით დავასრულებთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.

ცნობისთვის, Facebook-ის თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდანვე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. კომპანიამ რთული პერიოდი გამოიარა, ეს ეხებოდა დეზინფორმაციების და პოლიტიკური პოსტების გავრცელებას სოციალურ ქსელში, რის გამოც Facebook-ი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.


მაისსა და ივნისში, კომპანიის თანამშრომელთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა Facebook-ი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის არ აღების გამო, რომელიც ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის შემდეგ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ეხებოდა.

forbes.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up