“ცრუ მოლოდინები ტურიზმს” და კიდევ 1 თვე ფრენების გარეშე

“ცრუ მოლოდინები ტურიზმს” და კიდევ 1 თვე ფრენების გარეშე

access_time2020-06-27 20:00:47

მთავრობის თავდაპირველი განცხადებების თანახმად, რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო. შესაბამისად, უნდა ამუშავებულიყო ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული მრავალი ბიზნესი. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის 25 ივნისის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც რეგულარული რეისების აღდგენამ ივლისის ბოლოსთვის გადაიწია, სურათი შეცვალა და გაურკვევლობის განცდა გააჩინა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების ეფექტიანი მართვაა. მისი თქმით, ტურიზმთან მიმართებით სახელმწიფო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელის და სხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება, რეგულარული ფრენების აღდგენამდე კი ჩარტერული რეისები ინტენსიურად ხორციელდება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია “ევრონიუსმა” გაავრცელა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ევროკავშირი შეზღუდვების გაუქმების შემდეგ პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის. საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა.

სანამ ევროკავშირი ოფიციალურად გაასაჯაროებდა აღნიშნულ სახელმწიფოთა სიას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე არ უღირს რეგულარული რეისების აღდგენა.

“წინა წლის ივლისის ტურისტების რაოდენობის 98% ვერანაირად ვერ აღდგება. თუმცა ეპიდემიის გავრცელებას ათიათასობით ადამიანი არ სჭირდება, 500 ადამიანი ეყოფა ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, რისკსა და სარგებელს თუ აწონით, თავად გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა,” – ამბობს ივანე მაჭავარიანი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებზე ქვეყნის მშპ-ის 11.6% მოდიოდა. დასაქმებაში ტურიზმის პირდაპირი წილი კი 10.9%-ს შეადგენდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს, მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, სანამ კონკრეტულ თარიღებს დაასახელებდა. მისი თქმით, ჯერ დაანონსებული და შემდგომ კვლავ გადავადებული “გახსნა” უკვე აისახა არაერთ ბიზნესზე ქვეყანაში.

“იმის თქმა, რომ პირველი ივლისიდან აღდგება საერთაშრისო ტურიზმი, იყო ძალიან დიდი  მოლოდინის დანერგვა კერძო სექტორს შორის. ასეთმა არასწორმა მოლოდინმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრმა თავიდან გახსნა თავისი ობიექტი. მაგალითად, თბილისშ მოქმედმა სასტუმროებმა თავიდან მოახდინეს ინვესტირება საოპერაციო ხარჯებში, რაც არ არის ცოტა, რადგან ამ ყველაფერს დაემატა დამატებითი ხარჯები სანიტარული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად”, – უთხრა მაია სიდამონიძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ბიზნესის სექტორსა და საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს. მაგალითად, სიდამონიძეს არ ესმის, რატომ აირჩია ხელისუფლებამ იზოლაციის პოლიტიკა, როცა ევროპის არაერთი ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით ამსუბუქებს:

“რა არის იმის მიზეზი, რომ ევროკავშირი ხსნის საზღვრებს, მათ შორის, საქართველოს მიმართ [მედიის თანახმად] და ამ დროს საქართველო არავის უხსნის საზღვრებს. ან რა შეიცვლება ერთ თვეში და რატომ ვხსნით, მაგალითად, აგვისტოში?”

ის ასევე ეხმაურება მინისტრის ნათქვამს ჩარტერული რეისების ინტენსიურობაზე:

“დაანონსდა ჩარტერული რეისები საქართველოს ავიახაზებით, რომლებიც მინიმუმ 700 ევროდ ყიდიან ბილეთს. ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, ქართველებმა, რომელთაც საქართველოში დაბრუნება სურთ, 700 ევროიანი ბილეთები უნდა შეიძინონ, როცა შეიძლებოდა, კონკრეტული რეგულარული რეისები ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით, სხვა ავიახაზებით. აქაც ჩნდება კითხვა, რატომ ასეთი პრივილეგია, მაგალითად, აირზენას”.

ჩარტერული რეისების ფასები ლადო წითლიძემ გადაამოწმა მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას გუშინდელი განცხადება მოისმინა. ქართველი სტუდენტი, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სასურველი ბილეთის ფასს, რომელიც 1 000 ლარს უახლოვდება. მისი თქმით, სახელმწიფოს შეცვლილმა გადაწყვეტილებამ ყველა გეგმა შეუცვალა და დაფინანსების ამოწურვის გამო საცხოვრებელ ხარჯებს მხოლოდ უნივერსიტეტის კეთილი ნების წყალობით ფარავს.


“როცა 5 დღით ადრე გვითხრეს, რომ როცა საზღვრები არ იხსნება და მინიმუმ ივლისის ბოლომდე არც გაიხსნება, ყველა გეგმა ამერია, რაც თავში მქონდა. ბილეთების ფასები არანორმალურია, 5-ჯერ და 6-ჯერ ძვირი ნორმალურთან შედარებით. მაშინ, როცა ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს უცხოეთში, ფული საცხოვრებელში, საჭმელში დახარჯეს და ახლა ეს ფასები ხვდებათ, არ ვიცი, ამაზე მეტი დაბრკოლება რა უნდა იყოს.

…ცხოვრებისა და კვების დაფინანსებას უნივერსიტეტი ანაზღაურებდა, ზუსტად დღეს მთავრდება ეს დაფინანსება. უნივერსიტეტმა გაითვალისწინა რა ეს მდგომარეობა, გამოიჩინა კეთილი ნება და დაფინანსება გამიხანგრძლივა. მთხოვენ, პირველივე შესაძლებლობისთანავე დავტოვო, იმიტომ, რომ უკვე ამოვწურე ჩემი დაფინანსება და კეთილ ნებაზე ვარ გადასული. ცუდი ისაა, რომ ვერ ვეუბნები ზუსტ პასუხს და ესეც დაბრკოლებას მიქმნის”, – აღნიშნავს ლადო წითლიძე “ნეტგაზეთთან საუბრისას.

მის ოჯახს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დანამდვილებით ვერც ის უთხრეს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები ივლისის ბოლოდან, როგორც ეს მინისტრმა თქვა.

ივლისის ბოლოს ფრენები რომც აღდგეს, საქართველოს ტურიზმის სექტორი ჩვეულ მდგომარეობას მომდევნო წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ დაუბრუნდება: ასეთია საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის პოზიცია. ის პროგნოზს უცხოეთიდან მიღებული შეკვეთების ვადებიდან გამომდინარე აკეთებს.

“…2021 წლის აპრილის ბოლომდე ასეთი სიტუაცია გვექნება. მასიური ტურიზმი რასაც ჰქვია, 2021 წლის აპრილამდე არ ველოდებით. მანამდე იქნებიან ინდივიდუალური თრეველერები, თუმცა რასაც ჰქვია ჯგუფების ჩამოსვლა, ორგანიზებული ტურიზმი და სხვა, არ ველით”, – განუცხადა ალაცვერდაშვილმა “ნეტგაზეთს”.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, არსებული ვითარება ფრენების განახლების კიდევ გადავადება ტურიზმს “ანადგურებს”. მისი შეფასებით, ეს სექტორი ამჟამად “დაცემულია, ფორთხავს”. თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობის გადაწყვეტილების ესმის.

“ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის ცუდია და ტურიმისთვის – დამღუპველია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი აუგს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ის მიღებულ იქნა ეპიდემიოლოგების მიერ.

მოგეხსენებათ, მთავრობის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, რახან ასე თვლიან, ცუდს ვერ  ვიტყვით… გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ტურიზმი, რაშიც ლოგიკა ნამდვილად არის”, – თქვა მან.

“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” დამფუძნებელს, ლაშა ბერეკაშვილს მიაჩნია, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად მთავრობას უფრო ხანგრძლივ პერიოდზე უნდა აეღო სწორება და ბიზნესისთვის “არასწორი მოლოდინები” არ უნდა შეექმნა. მისი თქმით, გიდები სახელმწიფოს თავდაპირველ განცხადებებს მიყვნენ და სეზონიც ამის მიხედვით დაგეგმეს.

“წინასწარ შეტყობინებებიც დავგზავნეთ ტურისტებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, რომ ამ რიცხვებიდან[ივლისის დასაწყისიდან] საქართველო ხსნის საზღვარს და შეეძლებოდათ აქ ვიზიტის განხორციელება. ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც მომზადებულნი ვიყავით ამ თარიღისთვის.

…სამწუხაროდ, არასწორი მოლოდინები უფრო დიდი ზიანის მომტანია კერძო სექტორისთვის, ვიდრე ის, რომ თავიდანვე აეღოთ აგვისტოს პერიოდი ან სექტემბერი. ეს იქნებოდა უკეთესი, ვიდრე არასწორი მოლოდინები”, – აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, სირთულეების ფონზე, გიდების დიდი ნაწილი სახელმწიფოს დაპირებულ ერთჯერად დახმარებასაც ვერ იღებს, რიგი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო. ამის გამო და იმ ფონზე, როცა რეგულარული ფრენები მინიმუმ კიდევ 1 თვე არ იქნება, ბერეკაშვილს აუცილებლად მიაჩნია დახმარების მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადის 1 აგვისტომდე გახანგრძლივება.

ხელისუფლების თავდაპირველ განცხადებებს ცრუ მოლოდინებად აფასებენ “გიდების საინიციატივო ჯგუფშიც”. ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე გიორგიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის პირველი შეცდომა არასწორი მოლოდინების შექმნაა, მეორე კი ის, რომ “შანსი ხელიდან გაუშვა” და საკმარისად არ უზრუნველყო რეგულაციების შემუშავება, რომელთა დაცვითაც ფრენების ნაწილობრივი აღდგენა მაინც იქნებოდა შესაძლებელი.

“ნებისმიერი სახელმწიფო ითხოვს უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს. ჩვენთან ეს ნორმები ზერელედ იქნა შემუშავებული, ბევრი რამე არ გაითვალისწინეს და საბოლოო ჯამში, პროტოკოლიც არ დადეს.

…პერსპექტივაში, შეიძლება, იმის იმედი გვქონდეს, რომ შემოდგომის ტურები გადარჩეს. ძალიან ბევრი ფირმა დაიხურა, ბევრმა გიდმა ალტერნატიული სამუშაოს ძიება დაიწყო. სამწუხარო ვითარება გვაქვს”, – აღნიშნავს ის.

ალექსანდრე გიორგიძე ფიქრობს, რომ ტურისტულად ყველაზე აქტიური სამი თვის – ივნისის, ივლისისა და აგვისტოს – ჩაგდება საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს შემოდგომაზე.

“შიდა ტურიზმი ვერ იქნება ალტერნატივა ჩვენთვის. მაქსიმუმ ტურიზმში მომუშავეთაგან 10% დასაქმდეს იქ”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს” და აქვე აღნიშნავს, რომ ალოგიკურია, როცა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს საზღვარს უხსნის, ქვეყანა კი საპირისპიროდ მოქმედებს.

დღეს ოპოზიციიდანაც გაისმა კითხვები, რატომ არ დაელოდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას და რატომ ავადებს ფრენების გახსნას 1 თვით მედიაში გავრცელებული, ზემოაღნიშნული სიის ფონზე. ამ საკითხზე “ევროპულმა საქართველომ” გამართა ბრიფინგი და სახელმწიფოსგან განმარტება მოითხოვა.

“ამ სიის გამოქვეყნებადე ერთი დღით ადრე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ყველა რეგულარული ფრენის გაუქმება 1 თვის ვადით, ჩვენი აზრით, არის, როგორც მინიმუმ, გაუგებარი. ძალიან ბევრი ბიზნესი სულმოუთქმელად ელოდა ბიზნესის გახსნას. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ეკონომიკის გაწირვას და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოელოდა ფრენების გახსნას, პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე დატოვებას”, – განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, ფრენების ეტაპობრივ აღდგენას “ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის” მესამე ეტაპი მოიცავდა. პირველი, მოსამზადებელი ეტაპი კი გულისხმობდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებებში საქართველოს ინტეგრირებას, უსაფრთხო დერეფნების შექმნა და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ოპერირების განახლების თაობაზე.


ნეტგაზეთი

თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up