Credit Suisse-ს სესხების გაცემაზე დროებითი შეზღუდვები დაუწესდა

Credit Suisse-ს სესხების გაცემაზე დროებითი შეზღუდვები დაუწესდა

access_time2021-10-25 08:30:20

შვეიცარიულმა მარეგულირებელმა Finma-მ Credit Suisse-ს დროებითი შეზღუდვები დაუწესა, რომელიც ფინანსურად სუსტი და კორუფციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების დაკრედიტებას ზღუდავს.

შვეიცარიული ბანკი ასეთი სესხების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ბანკი ან მსესხებელი საზოგადოებას გამჭვირვალედ აცნობებს სესხის მიზანს, ოდენობას, პირობებს და კრედიტის ნებისმიერ გარანტიას.

"კორუფციისკენ მიდრეკილი" სახელმწიფოებისთვის ახალი სესხების შეზღუდვა მოზამბიკის სკანდალში Credit Suisse-ის დამნაშავედ ცნობას მოჰყვა. ბანკის როლმა სახსრების შეგროვების სკანდალში აფრიკული ერის ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნას შეუწყო ხელი.

შეთანხმების ფარგლებში, Finma დანიშნავს დამოუკიდებელ მესამე მხარეს, რომელიც განიხილავს ბანკის არსებულ საკრედიტო ტრანზაქციებს ფინანსურად სუსტ და კორუფციისკენ მიდრეკილ სახელმწიფოებთან. შეზღუდვა ასევე ეხება კომპანიებს, რომლებსაც ასეთი სახელმწიფოებისგან აქვთ გარანტიები. მარეგულირებელი ასევე თვალყურს მიადევნებს ახორციელებს თუ არა ბანკი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და ანგარიშგების ვალდებულებებს.

ახალი სესხების შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ბანკი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებულ ყველა გამოსასწორებელ ზომას არ განახორციელებს.


ცნობისთვის, შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავაშია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. Credit Suisse-ი ივანიშვილს შვეიცარიის საბანკო რეგულატორის ანგარიშის ასლის გამოქვეყნებისთვის უჩივის, რომელიც ბანკის მტკიცებით, ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა. ანგარიში ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმამ, Metigen-მა გამოაქვეყნა


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up